საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


არბიტრაჟის დღეები საქართველოში 2017

ამა წლის 2-3 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში რიგით მე-4  საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“ გაიმართა.

ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) იყო. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

„არბიტრაჟის დღეები „-ის  გახსნის ცერემონიალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენ. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო არბიტრები ჩამოვიდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“ წარმოადგენს პლატფორმას პრაქტიკული იურისტებისთვის, პროფესიონალი არბიტრებისთვის და სხვადასხვა დარგის აკადემიკოსებისთვის მთელი მსოფლიოდან. საკომუნიკაციო პლატფორმა მათ დინამიური დისკუსიის, გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული მაგალითების ერთობლივი განხილვის საშუალებას აძლევს.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ICDR Y&I – ICC YAF-ის გაერთიანებული სესია თემაზე – იმიტირებული არბიტრაჟი – ჯვარედინი დაკითხვა.

 

მიმაგრებული სურათები