საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


სამუშაო შეხვედრა არბიტრაჟის შესახებ

დღეს ბორჯომში გაიხსნა არბიტრაჟთან დაკავშირებული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამივე ინსტანციის მოსამართლეებთან. შეხვედრა იმართება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა. სამუშაო შეხვედრის მიზანია ნიუ იორკის კონვენციის გამოყენების უახლესი პრაქტიკის გაზიარება და დისკუსიის ფორმატში არსებული პრობლემატური საკითხების განხილვა.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ UNCITRAL-ის არბიტრაჟის საერთაშორისო ექსპერტები: ჯუდიტ კნიპერმა (გერმანია), ჯერემი შარპმა (აშშ), რეინმარ ვოლფი (გერმანია), დომინიკ აშერი (საფრანგეთი).

მიმაგრებული სურათები