საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


საქართვეოს რეგიონებში გრძელდება საინფორმაციო კამპანია არბიტრაჟის შესახებ

საქართველოს რვა ქალაქში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში, იმართება საინფორმაციო შეხვედრები დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების, კერძოდ, არბიტრაჟის შესახებ.

საინფორმაციო კამპანიის ინიციატორია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრმლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

2017 წლის 28 და 30 ივნისს გაიმართა სემინარები ქუთაისსა და ზუგდიდში. შეხვედრების მონაწილეებს – ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებსა და იურისტებს, მიმართა პიტერ დენისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერმა. 

„ევროკავშირი მხარს უჭერს  ქართული ბიზნესის განვითარებას სხვადახვა პრაქტიკული ინიციატივის მეშვეობით. ჩვენს გავხსენით ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქტებისათვის, მოვახდინეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ბიზნესის წარმომადგენლების თავისუფალი გადაადგილებისა და ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირების მიზნით, შევქმენით შესაძლებლობები სპეციფიური ქართული პროდუქტების ექსპორტისათვის. კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების გზით ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ქართველ მეწარმეთა ინტერესების დაცვას. მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი არბიტრაჟის განვითარებას, რადგან ეს ხშირად ზედმეტად გრძელი და ზვირად ღირებული სასამართლო პროცესის კარგი ალტერნატივაა“, – თქვა მან.

ბექა ინჯიამ – საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ხელმძღვანელმა, და ლიანა ქარცივაძემ – ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის სამართლის ექსპერტმა, ისაუბრეს საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) საქმიანობაზე და დავების ალტერნატიული მოგვარების პროცედურულ საკითზებზე. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საერთო დისკუსია არბიტრაჟთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

საინფორმაციო კამპანია არბიტრაჟის შესახებ დაიწყო ივნისის დასაწყისში და გაგძელდება ივლისის ბოლომდე. დასკვნითი სემინარები გაიმართება ფოთში, ბათუმსა და ოზურგეთში. 

დავების ალტერნატიული მოგვარება (ADR) მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სასამართლოების დატვირთვას, ამცირებს დავების მოგვარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას. არბიტრაჟი დავების ალტერნატიული მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანია კერძო სექტორისათვის. საქართველოში დავების ალტერნატიული მოგვარება ახლა იკიდებს ფეხს, რამაც განაპირობა არბიტრაჟთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობა. 

მიმაგრებული სურათები