საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


არბიტრთა დამნიშნავი ორგანო

საერთაშორისო დონეზე ფართოდ დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მხარეები არბიტრთა დამნიშნავ ორგანოდ მესამე პირს ასახელებენ.

საარბიტრაჟო ცენტრს აქვს როგორც პროფესიონალური, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები, მხარეთა ინსტრუქციებისა და ამგვარი ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების მე-2 დანართის შესაბამისად იმოქმედოს, როგორც არბიტრის დამნიშნავმა ორგანომ.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეს სურს საარბიტრაჟო ცენტრი დაასახელოს არბიტრის დამნიშნავ ორგანოდ, რეკომენდირებულია მხარეებმა გამოიყენონ ამგვარი შემთხვევისათვის სპეციალურად შექმნილი სტანდარტული შეთანხმების ტექსტი. არბიტრის დანიშვნის საჭიროების დადგომისას, შესაბამისმა მხარე(ებ)მ(ა) ან მესამე პირმა, რომელიც აღჭურვილია სათანადო უფლებამოსილებით, უნდა მიმართოს საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოს ელექტრონულ მისამართზე: info@giac.ge, ან გამოგზავნოს წერილობითი შეტყობინება ფოსტით მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, ქ. თბილისი, 0112, საქართველო. მხარეებმა, ან მესამე პირებმა, უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებით.