საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


გამგეობა

 

 

გიორგი პერტაია

  გიორგი პერტაია არის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ex officio გამგეობის წევრი, როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. 

 

 

დავით საგანელიძე

 

დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორია 2015 წლიდან.  

ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. იგი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრად აირჩიეს.

დავით საგანელიძის მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში 20 წელიწადზე მეტს ითვლის. იგი 1999 წლიდან, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2013 წელს დავით საგანელიძე „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის” (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

დავით საგანელიძეს მდიდარი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის, საფინანსო, ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებებით. თავისი კარიერული მოღვაწეობის პერიოდში, საგანელიძე იყო „თი-ბი-სი” ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი, აგრეთვე, „საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ქართულ-ინგლისური სააქციო საზოგადოება GHF-ის პრეზიდენტი.

ამას გარდა, დავით საგანელიძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ქირურგის პოზიციაზე მუშაობდა. 

დავით საგანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის სპეციალობით. ასევე, დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკის, შემდეგ კი, იურისტის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით საგანელიძემ დაამთავრა მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, კლინიკური ორდინატურა-ასპირანტურის აბდომინალური ქირურგიის განყოფილება. იგი არის ათენის, ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნეს სკოლების კურსდამთავრებული.

დავით საგანელიძეს მინიჭებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. იგი არის ორი წიგნისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

 

 
 
 
ჯემალ ინაიშვილი
Jemal Inaishvili ჯემალ ინაიშვილი არის აზია-წყნარ ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერადიის (CACCI) პრეზიდენტი. ის გახლდათ საქართველო სავაჭრო-სამრწველო პალატის პრეზიდენტი ზედიზედ ორჯერ. ამჟამად, ჯემალ ინაიშვილი არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს წევრი.

წლების განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა პოზიციები საზღვაო და გადაზიდვების ინდუსტრიაში, მათ შორის ის იყო ფოთის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი.

ჯემალ ინაიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და დანიშნული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. 

 
ეფრემ ურუმაშვილი

ეფრემ ურუმაშვილი არის შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი. მის საქმიანობას წარმოადგენს საგადასახადო სფერო, რაც მოიცავს საგადასახადო სამართლისა და დაბეგვრის საკითხებს სრულად, ასევე საგადასახადო დავებს და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ თემატიკას; ამასთან საბანკო-საფინანსო მიმართულებით საოპერაციო რისკების ანალიზს და დაგეგმვას საგადასახადო რისკებთან მიმართებაში. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო-საგადასახადო სექტორში.ეფრემ ურუმაშვილი იყო არაერთი საერთაშორისო ტრენინგ-სემინარის მონაწილე, ასევე, პარლამენტის „საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან“ არსებული საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ექსპერტთა კომისიის წევრი.

2005-2010 წლებში იგი გახლდათ საქართველოს ბანკების ასოციაციაში ეკონომიკისა და საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 2010 წლიდან არის ბიზნესმენთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის წევრი და „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი.

ეფრემ ურუმაშვილმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ,,აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის“ სპეციალობით და ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 
ზვიად კორძაძე
Zviad Kordzadze ზვიად კორძაძე არის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის თავჯომარის მოადგილე. იგი არის „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს სამოქალაქო, სამეწარმეო, სისხლის, საბანკო და საოჯახო სამართალს; ასევე ადმინისტრაციული, საავტორო და ინტელექტუალური, შრომის სამართალი.ზვიად კორძაძე თავისი იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, არაერთი პროექტის განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას. წლების მანძილზე გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, 2002 წელს ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2005-2006 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

1994 წელს ზვიად კორძაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1998 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

ზვიად კორძაძე ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს

 

იას ბანიფატემი
Benifatemi photo

იას ბანიფატემი არის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის საპატიო წევრი და საარბიტრაჟო წესების საბოლოო ვერსიაზე მომუშავე საერთაშორისო კომისიის თავჯდომარე.

იას ბანიფატემი პარტნიორია Shearman & Sterling-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ჯგუფში და ხელმძღვანელობს კომპანიის საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს. ის ასევე გახლავთ ფირმის 9-წევრიანი პოლიტიკის კომიტეტის წევრი.  მას წარმოუდგენია კლიენთა ინტერესები როგორც საინვესტიციო ტრიბუნალების, ასევე კომერციულ არბიტრაჟშიც, განსაკუთრებულად საინვესტიციო და ნავთობისა და გაზის დავებზე. ის ასევე არის არბიტრი ორივე – საინვესტიციო და კომერციულ დავებზე.

იას ბანიფატემი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში Panthéon-Assas (Paris II) უნივერსტეტიდან და ამასთანავე არის სამართლის მაგისტრი (Harvard Law School). იგი კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალზე Panthéon-Sorbonne (Paris I) უნივერსტეტში და არის მოწვეული ლექტორი Yale-ის სამართლის სკოლაში. იგი არის მრავალრიცხოვანნი პუბლიკაციების ავტორი საერთაშორისო არბიტრაჟში და საერთაშორისო საჯარო სამართალში და მონაწილეობს ყველა ძირითად კვლევებში საინვეტიციო არბიტრაჟის მიმართულებით.