საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


საარბიტრაჟო საბჭო

 

პიერ ტერსიე
n3pnlr8wgsysoonnupig

პროფესორი ტერსიე იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს თავჯდომარე. მას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟსა და დავების ალტერნატიულ მოგვარებაში. იგი მონაწილეობდა ICC-ის, ICSID-ის და სხვა მრავალ საარბიტრაჟო დავაში. პროფესორი ტერსიე ცნობილია სამართლისა და ბიზნეს სექტორში, საკუთარი მრავალწლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე. იგი 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია სახელშეკრულებო სამართალსა და საერთაშორისო არბიტრაჟში, მათ შორის რამდენიმე კლასიკად იქცა. პროფესორი ტერსიე იყო შვეიცარიის ანტიმონოპოლიური კომისიის, შვეიცარიის კარტელის კომისიის და შვეიცარიის დაზღვევის სამართლის საზოგადოების თავჯდომარე. იგი აკეთებდა კვლევას და ასწავლიდა სამართალს მსოფლიოს მრავალ უნივერისტეტში, მათ შორის არიან კემბრიჯის უნივერისტეტი, კოლუმბიის სამართლის სკოლა, Max-Planck ინსტიტუტი და Paris I (Panthéon-Sorbonne) უნივერტეტი, Paris II (Panthéon-Assas) and Paris IV. იგი ასევე იყო ფრიბურგის სამართლის სკოლის დეკანი.

   

ევა კალნინა

 
 Eva Kalnina ევა კალნინა არის დოქტორანტობის კანდიდატი (EUI, ფლორენცია), სამართლის მაგისტრი (Harvard, Fulbright-ის სტიპენდია) და ასევე ფლობს სამართლის ბაკალავრის ხარისხს (University of Latvia),
იგი არის ადვოკატი (ნიუ იორკი, 2006) და Lévy Kaufmann-Kohler-ის ჟენევის ოფისის იურისტი, სადაც იგი მუშაობს საერთაშორისო კომერციული და საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟის სფეროში, ICC, ICSID, LCIA და UNCITRAL წესების შესაბამისად განსახილველ საარბიტრაჟო საქმეებზე. მის ძირითად სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი, ფინანსური ტრანზაქციები, ერთობლივი საწარმოების/აქციონერების ხელშეკრულებები, ენერგეტიკა და სხვა ზოგადი კომერციული საკითხები.წარსულში, ევა კალნინა იყო Bonelli Erede Pappalardo-ისმილანის ოფისის საერთაშორისო არბიტრაჟის დეპარტამენტის იურისტი, და ამასთანავე ლექტორი Riga Graduate School of Law-ში, სადაც იგი კითხულობდა ლექციებს სამართლის ისეთ დარგებში, როგორიცაა საერთაშორისო დავების მოგვარება და სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები.

ევა კალნინა არის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) არბიტრთა ტრიბუნალის წევრი და ასევე ლატვიის დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს წევრი ევროპისა და საერთაშორისო სამართალში.

ამასთანავე, ევა თანა-კოორდინატორია ახალგაზრდა კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოში (Young ICCA, Europe) და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (IBA) საერთაშორისო არბიტრაჟის ქვეკომიტეტის, ახალგაზრდა საერთაშორისი საარბიტრაჟო ჯგუფის (YIAG), ICC-ის ახალგაზრდა არბიტრთა ფორუმის და დსთ-ს საარბიტრაჟო თანამშრომლობის (CIS Arbitration Network) წევრია.

იგი თავისუფლად ფლობს ლატვიურს, ინგლისურს, რუსულს, ფრანგულს, ესპანურს და აქვს გერმანულის საშუალო ცოდნა.

მისი გამოცემების და პრეზენტაციების სია ხელმისაწვდომია შემდეგ საიტზე: www.lk-k.com.

 

ირაკლი კორძახია
Irakli Kordzakhia ირაკლი კორძახია არის სპს „კორძახია, ჟღენტი“-ს პარტნიორი. მას აქვს მიღებული სამართლის ბაკალავრის ხარისხი რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან და ასევე მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტიდან. ამასთანავე მას აქვს მიიღებული სერტიფიკატი საბანკო საქმიანობის წარმოებაში UC Davis-ის მიერ (კალიფორნია).

ირაკლი კორძახია არის სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი 1996 წლიდან, ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2005 წლიდან, საქართველოს ლიზინგის ასოციაციის წევრი 2005 წლიდან, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს თავმჯოდმარე 2010 წლიდან.

1999-2002 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკისა და სასოფლო-სამეურნეო განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრში, საკრედიტო კავშირების კანონპროექტის შექმნაზე, ატარებდა ლექციებს საკრედიტო კავშირების მენეჯერებისთვის. 2003-2004 წლებში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) პროექტის ფარგლებში მუშაობდა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კანონდმებლობის ცვლილებებზე – კერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე ევროკავშირის დირექტივებთან. 2004-2009 წლებში ACDI/VOCA-ს მიერ განხორციელებული USAID-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ლიზინგის კანონპროექტზე.

ირაკლი კორძახიას სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში,- როგორიცაა – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ასევე საბანკო სექტორში – სს “აბსოლუტ ბანკში”, სს “თბილინტერბანკში” იურიდიული სამსახურის უფროსად.

 
მარია კოსტიცკა
Maria Kostytska მარია კოსტიცკა არის Winston & Strawn LLP-ის პარიზისა და ვაშინგტონის ოფისების ადვოკატი. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო არბიტრაჟი. იგი წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, შუა აზიის სუვერენულ ქვეყნებსა და ამასთანავე, კერძო კომპანიებს ათ საარბიტრაჟო დავაში, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის, ICSID-ის, UNCITRAL-ისა და ICC-ის წესების მიხედვით. მარია კოსტიცკა არის წამყვანი ადვოკატი სხვადასხვა კომერციულ საარბიტრაჟო დავებში. მისი პრაქტიკა ასევე მოიცავს საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრის გამოცდილებას, როგორც ერთ, ასევე სამ-არბიტრაიან ტრიბუნალებში – ორივე თანა-არბიტრისა და თავმჯდომარის ამპლუაში. მარია კოსტისკა ფლობს სამართლის აკადემიურ ხარისხებს კოლუმბუსის სამართლის სკოლიდან, სმიტის კოლეჯიდან (აშშ) და Red Cross Nordic United World კოლეჯიდან (ნორვეგია).

ამასთანავე, მას მინიჭებული სამართლის სპეციალისტის ხარისხი კროკის უნივერსიტეტიდან (უკრაინა). მარია არის ლექტორი ვერსალის უნივერსტეტში (ვერსალი, საფრანგეთი) და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში (ვაშინგტონი, აშშ).

იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს, რუსულს და უკრაინულს და არის კოლუმბიის ოლქის და ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 
ნიკოლა მარიანი
Nicola Mariani ნიკოლა მარიანი არის Dechert LLP-ის პარტნიორი. მის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს და ევროპას შორის საერთაშორისო შერწყმებისა და შესყიდვების ტრანზაქციები (მათ შორის ენერგო პროექტები), რთული კომერციული საკითხები და საერთო საწარმოები, ამასთანავე კომერციული არბიტრაჟი და სასამართლოს წინა მოლაპარაკებები. წლების განმავლობაში, ნიკოლა მარიანიმ ჩამოაყალიბა მნიშვნელობანი ურთიერთობები ბიზნესის, მთავრობის და დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოში. მან წარმატებით წარმოადგინა საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციები საარბიტრაჟო დავებში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისი საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC ICA), საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) და ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (LCIA).

Dechert LLP-ში მუშაობის დაწყვებამდე, ნიკოლა მარიანი იყო პარტნიორი საერთაშორისი იურიდიულ კომპანიაში და მუშაობა უწევდა როგორც თბილისის, ასევე პარიზის ოფისებში. წარსულში, იგი მუშაობდა პარიზის იურიდიულ კომპანიათა ტოპ-ხუთეულში, საერთაშორისო არბიტრაჟის დეპარტამენტებში.

ნიკოლა მარიანის აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ქართული და ფრანგული და ამჟამად, იგი ცხოვრობს თბილისში.

იგი საუბრობს თავისუფლად ფრანგულად, ინგლისურად და იტალიურად და აქვს ესპანურის საშუალო ცოდნა.

ნიკოლა მარიანი არის პარიზის, კვებეკის და ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 
სოფო ტყემალაძე

სოფო ტყემალაძე არის დამოუკიდებელი პრაქტიკოსი (მედიატორი, არბიტრი, დავების სისტემების დიზაინერი) და მრჩეველი დავების გადაწყვეტის სისტემებისა და პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებში. იგი კონსულტირებას უწევს საერთაშორისო ორგანიზაციებს (USAID, ADB, UNDP) ისევე როგორც საქართველოს საჯარო და პროფესიულ ასოციაციებს. USAID-ის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტში (JILEP) მუშაობის დროს სოფომ ხელი შეუწყო არბიტრთა ასოციაციის დაფუძნებას, მონაწილეობას ღებულობდა არბიტრთა ეთიკის კოდექსის შემუშავებაში, შეიმუშავა რესურსები ქართველი მოსამართლეებისთვის და იყო წამყვანი სპეციალისტი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების შემუშავებისას, რომლებიც ძალაში შევიდა 2015 წელს. ამჟამად სოფო არის ასისტენტ პროფესორი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის, ნასყიდობის სამართლისა და მედიაციის მიმართულებით. იგი აგრეთვე გახლავთ „ეფექტიანი კომუნიკაციის და ლიდერობის ცენტრის“ (CECL) დამფუძნებელი ამავე უნივერსიტეტში.

სოფო ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობაში ჰარვარდის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლიდან, მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და დიპლომს სამართალმცოდნეობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი გახლავთ ჰარვარდის მედიაციის პროგრამის აკრედიტირებული მედიატორი და არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის წევრი (FCIArb).

   
თეა მეგენეიშვილი
 Tea Megeneishvili თეა მეგენეიშვილი არის  ტი-ემ-ეფ ავსტრიის (TMF Austria) სამართლებრივი შესაბამისობის დეპარტამენტის თავჯდომარე. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართალი, კორპორატიული/კომერციული სამართალი, დავების მოგვარება, საერთაშორისო ტრანზაქციები და საერთაშორისო სამართალი.

მან მიიღო სამართლის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტიდან და მოპოვებული აქვს ერთობლივი მაგისტრის ხარისხი ბოლონიის, მილანის და „გვიდო კარლის“ სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

მას აქვს გამოცდილება კომერციული ტრანზაქციების სახის დავებში, რომლებიც ეხებოდა გაერთიანებულ საწარმოებს და დისტრიბუცია-შუამავლობას; ასევე სხვა მრავალ სამშენებლო, საჯარო ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო საინვესტიციო დავებში.

თეა მეგენეიშვილს აქვს მიღებული მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვებში ჩატარებულს ICC-ის, UNCITRAL-ის, LCIA-ის და SSC-ის წესების მიხედვით, ასევე საქართველოს საარბიტრაჟო კანონის მიხედვით ჩატარებულ ad hoc საარბიტრაჟო განხილვაში.

თეა თავისუფლად ფლობს ქართულს, რუსულს, ინგლისურს და გერმანულს და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

   

გალინა ჟუკოვა

 
Galina Zukova_GIAC

გალინა ჟუკოვა არის BELOT MALAN & Associés-ის პარტნიორი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟი. მას წარმოუდგენია კლიენტები როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან, საარბიტრაჟო დავებშიICC, LCIA, VIAC, DIS, SCC და UNCITRAL-ის წესების მიხედვით, სხვადასხვა პროცესუალური და მატერიალური სამართლის შესაბამისად მრავალი სფეროს მიმართულებით (საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის, სადისტრიბუციო, შერწყმა და შესყიდვები, სამშენებლო, სამრეწველო, ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციების). გალინა ასევე არის არბიტრი (თავმჯდომარე, ერთი არბიტრი, საგანგებო არბიტრი, თანა-არბიტრი) საერთაშორისო კომერციულ დავებში.იგი შეყვანილია მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი საარბიტრაჟო ინსტიტუტების არბიტრთა სიაში.

მარია თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ლატვიურ, რუსულ და ესპანურ ენებს, მას ასევე აქვს გერმანულის ცოდნა.

   

ქეთევან ბეთანელი

 
Ketevan Beteneli_GIAC

ქეთევან ბეთანელი იურისტია Freshfields Bruckhaus Deringer-ის პარიზის ოფისში. იქამდე იგი იყო Shearman & Sterling’s-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ჯგუფის წევრი. იურიდიულ ფირმაში მუშაობამდე იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. იგი ასევე მუშაობდა DLA Piper Georgia-ს იურისტად. 

ქეთევანი არის საქართველოსდა ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

იგი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე აქვს ფრანგულის ცოდნა.

ქეთევანი ფლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო სამართალის ფაკულტეტის ბაკალავრის, ჰელსინკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართალი  მაგისტრის, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ფაკულტეტის მაგისტრისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის საკორპორაციო სამართალის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

   

ლაშა არველაძე

 
Lasha Arveladze (GIAC)

ლაშა არველაძე არის იურიდიული ფირმა AMK Law-ს დამფუძნებელი პარტნიორი. მას აქვს როგორც საჯარო ისე კერძო სექტორშიმუშაობის დიდი გამოცდილება. იგი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ემსახურება კლიენტებს საკორპორაციო, საერთაშორისო და ადგილობივ ბიზნეს ტრანზაქციების, საინვესტიციო პროექტების, ენერგეტიკისა და დავების ალტერნატიული მოგვარების (კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის) საკითხებზე.

იურიდიულ ფირმაში მუშაობასთან ერთად, ლაშა აგრეთვე გახლდათ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ იურისტი. კომპანია AMK Law-ში იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობამდე, ლაშას ეკავა სხვადასხვა პოსტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ასევე აქვს სამუშაო გამოცდილება საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.