საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


სტანდარტული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრზე, როგორც არბიტრთა დამნიშვნელ ორგანოზე

მხარეებისთვის, რომლებსაც სურთ, მათ საარბიტრაჟო დავაზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა იმოქმედოს როგორც დამნიშვნელმა ორგანომ, რეკომენდებულია გამოიყენონ ცენტრის მიერ შემუშავებული სტანდარტული შეთანხმება. მხარეებმა უნდა შეიტანონ შესაბამისი შესწორებები:

არბიტრების დანიშნავს განახორციელებს ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“, ცენტრის საარბიტრაჟო წესების მე-2 დანართის შესაბამისად.