საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


სტანდარტული საარბიტრაჟო შეთანხმება

მხარეებს, რომლებსაც სურთ მათი მომავალი დავა დაუქვემდებარონ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, რეკომენდირებულია გამოიყენონ ცენტრის მიერ შემუშავებული სტანდარტული საარბიტრაჟო დათქმა. მხარეებმა უნდა შეიტანონ შესაბამისი შესწორებები:

ნებისმიერი დავა რომელიც წარმოიშვება ან კავშირშია ამ ხელშეკრულებასთან, მის დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაეცეს ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, არბიტრაჟის გზით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების მიხედვით, ამ წესების შესაბამისად დანიშნული [(ერთი)/(სამი)] არბიტრის მიერ.

საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს (ქალაქი, ქვეყანა), საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს (მხარეთა მიერ არჩეული ენა) ენაზე.

 

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სტანდარტული საარბიტრაჟო დათქმა რუსულ ენაზე:

Любые споры возникающие или связанные с настоящим договором, его нарушением, прекращением или действительности должны быть переданы Грузинскому Центру Международного Арбитража с целью вынесения окончательного решения арбитражным путем, по правилам арбитража Грузинского Центра Международного Арбитража, назначенным по данным правилам  [(один)/(три)] арбитром.

Местом арбитражного разбирательства определить (город, страна), арбитражное разбирательство будет проведено на (на языке выбранным сторонами) языке.