საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


GIAC-ის შესახებ ინფორმაცია European Arbitration Review 2018-ში არის წარმოდგენილი

The European Arbitration Review-ი წარმოადგენს რეპორტების კრებულს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იურისტებსა და არბიტრებისათვის რეგიონის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

2018 წლის გამოცემაში, საქართველოში არბიტრაჟი სფეროში არსებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და მისი 2017 წელს დამტკიცებული ახალი წესების შესახებ.