საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


GIAC-ი წარმოდგენილი იყო გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის სესიაზე

2018 წლის 28-29 ივნისს, ქალაქ ნიუ-იორკში გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის (UNCITRAL) სესია გაიმართა, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი. ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, დამკვირვებელმა წევრებმა და ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს. გამართული სესია ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციის 60 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. 

ღონისძიება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იურიდიული საკითხების ხელმძღვანელმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: UNCITAL-ის გენერალური მდივანი და გაერთიანებული ერების საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის განყოფილების უფროსი, კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს (ICCA) პრეზიდენტი, სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, ასევე, არბიტრაჟის სხვადასხვა ცნობილი ექსპერტები. ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: UNCITRAL-ის მანდატი არბიტრაჟის განვითარების სხვადსხვა პროექტებში, ნიუ-იორკის კონვენციის ეფექტური გამოყენება, UNCITRAL-ის კონვენციები დავების გადაწყვეტის სფეროში: მედიაცია და გამჭირვალობა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ანგარიშს მედიაციის შესახებ და საინვესტიციო არბიტრაჟში სამომავლო რეფორმები საკითხებს.

ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ UNCITRAL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ქართველი მოსამართლეებისთვის ერთობლივი ნიუ-იურკის კონვენციის შესახებ სამუშაო შეხვედრების გამართვა იყო.

 

მიმაგრებული სურათები