საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი იწყებს გამგეობის წევრობაზე განცხაებების მიღებას

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი იწყებს გამგეობის წევრობაზე განცხაებების მიღებას. 

გამგეობა ცენტრის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ინსტიტუტის ფუნდამენტურ საკითხებზე და განსაზღვრავს მის ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. 

გამგეობა არ ერევა საარბიტრაჟო პროცესში და კავშირი არ აქვს დავების ადმინისტრირებასთან. გამგეობის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნოთ რეზიუმე და სამოტიცაციო წერილი ცენტრის სამდივნოში, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@giac.ge. 

გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ “ცენტრის გამგეობის წევრობა”. 

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი.