საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


GIAC-ის გამგეობამ მიიღო ცვლილებები წესებაში და გამგეობის ახალ წევრად ბატონი დავით საგანელიძე წარადგინა

2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო გამგეობის წევრმა: ნინო ჩიქოვანმა, ჯემალ ინაიშვილმა და ეკა გიგაურის უფლებამოსილების წარმომადგენელმა ანი მუხიგულაშვილმა. ბატონმა ზვიად კორძაძემ საკუთარი პოზიცია დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე ელექტრონული ფორმით წარმოადგინა. გამგეობის წევრებმა იმსჯელეს და ერთხმად მხარი დაუჭირეს წესდებაში ცვლილებების შეტანას. კერძოდ ცვლილებები ხდება წესდებაში ბუნდოვანი დათქმის გამოსწორების მიზნით და იძლევა გამგეობის ახალი წევრის არჩევის შესაძლებლობას, მაშინ როდესაც გამგეობის წევრებს არ გასდით ვადა და წევრთა რაოდენა 11-ზე ნაკლებია. ამასთანავე, გამგეობამ დაამტკიცა გამგეობის წევრთა როტაციის წესი ახალი რედაქციით, რომლითაც უფრო ნათლად არის განსაზღვრული გამგეობის მოქმედი წევრის მეორე ვადით არჩევის პროცედურა.

ასევე, გამგეობის ახალ წევრად არჩეულ იქნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი დავით საგანელიძე. გამგეობისწევრებისგანმარტებით,  დავითსაგანელიძისმათრიგებშიშემოერთება   საარბიტრაჟოცენტრისსაქმიანობისშესახებცნობადობისა  დაბიზნეს-წრეებისმხრიდანინტერესისგაზრდასშეუწყობსხელს.

გამგეობის წევრებმა ასევე გადაირჩიეს გამგეობის თავჯდომარე, ქალბატონი ნინო ჩიქოვანი მომდენო ორი წლის ვადით. 

მიმაგრებული სურათები