საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


სამუშაო შეხვედრა თემაზე საარბიტრაჟო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა

2019 წლის 8 მაისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: საარბიტრაჟო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრაქტიკოსი იურისტები, დარგის სპეციალისტები და არბიტრები.

ღონისძიებაზე მომხსენებლები იყვნენ GIAC-ის გენერალური მდივანი ბექა ინჯია, ლიანა ქარცივაძე გაეროს განვითარების პროგრამიდან, Lévy Kaufmann-Kohler-ის იურისტი დავით ხაჭვანი, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მაკა გოცირიძე და იურდიული ფირმა „ბი ელ სი“-ს პარტნიორი გიგა ბათლიძე.

მომხსენებლებმა განიხილის საარბიტრაჟო დავის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – პროცედურული კონფერენცი, მისი მნიშვნელობა და შედეგები, მათ შორის განხილული იყო ორივე მნიშვნელოვანი დოკუმენტი საარბიტრაჟო განხილვის შესახებ დადგენილება და პირველი პროცედურული ბრძანება.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში მოხდა საარბიტრაჟო ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტის – საარბიტრაჟო განხილვის შესახებ დადგენილების ნიმუშის პრეზენტაცია, რომელსაც გამოიყენებენ საარბიტრაჟო ცენტრში დავების განმხილველი არბიტრები.

სამუშაო შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომლის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მედიაციის და არბიტრაჟის ურთიერთმიმართებაზე, ბიზნეს დავებზე არბიტრაჟის გამოყენების უპირატესობებსა და სხვა მრავალ საკითხზე.

 ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

მიმაგრებული სურათები