საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ აგრძელებს განცხადებების მიღებას გამგეობის წევრების კანდიდატურებზე

ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ აგრძელებს განცხადებების მიღებას გამგეობის წევრების კანდიდატურებზე 2020 წლის 31 იანვრამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@giac.ge.

ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „ცენტრის“ გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს პირი რომელიც არის პოლიტიკურ თანამდებობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან იკავებს თანამდებობას ხელისუფლების წარმომადგენლობით ან სასამართლო ორგანოში.