საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


საარბიტრაჟო საბჭო

 

პიერ ტერსიე

n3pnlr8wgsysoonnupig

პროფესორი ტერსიე იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს თავჯდომარე. მას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟსა და დავების ალტერნატიულ მოგვარებაში. იგი მონაწილეობდა ICC-ის, ICSID-ის და სხვა მრავალ საარბიტრაჟო დავაში. პროფესორი ტერსიე ცნობილია სამართლისა და ბიზნეს სექტორში, საკუთარი მრავალწლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე. იგი 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია სახელშეკრულებო სამართალსა და საერთაშორისო არბიტრაჟში, მათ შორის რამდენიმე კლასიკად იქცა. პროფესორი ტერსიე იყო შვეიცარიის ანტიმონოპოლიური კომისიის, შვეიცარიის კარტელის კომისიის და შვეიცარიის დაზღვევის სამართლის საზოგადოების თავჯდომარე. იგი აკეთებდა კვლევას და ასწავლიდა სამართალს მსოფლიოს მრავალ უნივერისტეტში, მათ შორის არიან კემბრიჯის უნივერისტეტი, კოლუმბიის სამართლის სკოლა, Max-Planck ინსტიტუტი და Paris I (Panthéon-Sorbonne) უნივერტეტი, Paris II (Panthéon-Assas) and Paris IV. იგი ასევე იყო ფრიბურგის სამართლის სკოლის დეკანი.

   

იას ბანიფატემი

 
  იას ბანიფატემი არის საერთაშორისო იურიდიული ფირმა Shearman & Sterling-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ჯგუფისა და კომპანიის საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს ხელმძღვანელი. ის ასევე გახლავთ ფირმის 9-წევრიანი პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
იგი აღიარებულია, საერთაშორისო არბიტრაჟისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სპეციალისტი მსოფლიო მასშტაბით. მას წარმოუდგენია კლიენტთა ინტერესები, როგორც საინვესტიციო ტრიბუნალების, ასევე საერთაშორისოდ ცნობილ საარბიტრაჟო დაწესებულებებში, განსაკუთრებულად საინვესტიციო და ნავთობისა და გაზის დავებზე. ის ასევე არის არბიტრი ორივე – საინვესტიციო და კომერციულ დავებზე.
იას ბანიფატემი არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი (ICC Court of Arbitration). სინგაპურის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სასამართლო კოლეგიის წევრი და ასევე ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (LCIA) წევრი.
იას ბანიფატემი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში Panthéon-Assas (Paris II) უნივერსიტეტიდან და ამასთანავე არის სამართლის მაგისტრი (Harvard Law School). იგი კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალზე Panthéon-Sorbonne (Paris I) უნივერსიტეტში და არის მოწვეული ლექტორი იელისა და ჰარვარდის სამართლის სკოლაში. იგი არის მრავალრიცხოვანნი პუბლიკაციების ავტორი საერთაშორისო არბიტრაჟში და საერთაშორისო საჯარო სამართალში და მონაწილეობს ყველა ძირითად კვლევებში საინვეტიციო არბიტრაჟის მიმართულებით.

 

პატრისია შონესი

სტოკჰოლმის უნივერსიტეტში პროფესორი პატრიცია შონესის მთავრი მიმართულება არის საერთაშორისო დავების მოგვარება და კომერციული სამართალი, სადაც მან შექმნა სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში.

2019 წლამდე, იგი იკავებდა თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტში (SCC). ამასთან, იგი იყო ინსტიტუტის გამგეობის წევრი 2005 წლიდან და საარბიტრაჟო წესებზე მომუშავე კომიტეტის წევრი 2007, 2019 და 2017 წლებში.

პატრიცია შონესი ასევე იყო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექსპერტი იურიდიულ კომიტეტში, რომელიც შვედეთის საარბიტრაჟო აქტის გადახედვის მიზნით იყო შექმნილი.

პატრიცია შონესი ასევე ასრულებს არაერთხელ ყოფილა დანიშნული არბიტრად და ექსპერტად სხვადასხვა საარბიტრაჟო დავებში. ამასთან, იგი უძღვება კომერციული სამართლისა და დავების მოგვარების პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში.

პატრიცია ასევე მუშაობდა ამერიკის უზენაეს სასამართლოში. აკადემიური კარიერის დაწყებამდე, იგი 10 წლის მანძილზე იყო პრაქტიკოსი იურისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მას არაერთი სტატია და სამართლებრივი ნაშრომი აქვს გამოცემული და ხშირი მომხსენებელია სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე.

 

სტივენ ფინიციო

სტივენ ფინიციო საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი იურისტია ლონდონში. იგი შესულია ევრომანის მსოფლიოს წამყვანი არბიტრაჟის ექსპერტების გზამკვლევში და ასევე მისი სახელი გვხვდება ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა Legal 500, Chambers Global, Chambers Europe, Global Arbitration Review’s Who’s Who in International და Legal Media Group-ის The Best of the Best.

სტივენ ფინიციოს ძირითადი საქმიანობის სფეროებია საერთაშორისო არბიტრაჟი, დავების ალტერნატიული მოგვარება. ამასთან, იგი არბიტრის ფუნქციასაც ასრულებს სხვადასხვა დავებში. მისი მთავარი მიმართულებებია კორპორატიული დავები, ნავთობის და გაზის სამართალი, ტელეკომუნიკაციები, ფინანსური სერვისები და M&A.

სტივენ ფინიციო წარმოადგენდა კლიენტებს მსოფლიოში აღიარებულ სხვადასხვა საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებში.

 

მარკიან კლიუჩკოვსკი

მარკიან კლუჩკოვსკი პარტნიორია Asters-ის კიევის ოფისში. მისი ძირითადი საქმიანობის მიმართულებაა საერთაშორისო არბიტრაჟი და ტრანს-ნაციონალური დავები. იგი წარმოადგენდა კლიენტებს თითქმის ყველა დიდ საარბიტრაჟო ცენტრში. მათ შორის, LCIA, SCC, ICC, ICSID, CAS, და AAA.

მისი სახელი გვხვდება ისეთ ცნობილ რეიტინგებში როგორიც არის Chambers Global 2020, Chambers Europe 2020, Best Lawyers 2020 და ა.შ.

იგი ხშირი გამომსვლელია არბიტრაჟის საერთაშორისო კონფერენციებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე.

 

ფრანსისკო ამალო

ფრანსისკო ამალო არის საერთაშორისო იურიდიული ფირმის „MHR| Martinez de Hoz & Rueda“-ის დამფუძნებელი პარტნიორი.

მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო დავები გადაწყვეტა და სართაშორისო ბიზნეს სამართალი. მას დიდი გამოცდილება გააჩნია საინვესტიციო, ნავთობისა და გაზის, მშენებლობის, საერთაშორისოვაჭრობის,სპორტისსამართლისდაზოგადადკომერციული ტრანზაქციებისმიმართულებით. ფრანსისკო გახლავთ არგენტინის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო არბიტრაჟისა და საერთაშორისო კერძო სამართლის პროფესორი. იგი არის ლათინური ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი.

იგი ფლობს არგენტინის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრისა და ჟენევის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.

იგი არის სხვადასხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრთა სიაში, ასევე კალათბურთის მსოფლიო ფედერაციის (FIBA) სააპელაციო საბჭოს წევრი. 2017-2019 წლებში იყო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

იგი დასახელებულა სხვადასხვა ცნობილი გამოცემების მიერ როგორც ერთ-ერთი წამყვანი ადვოკატი საერთაშორისო არბიტრაჟში.

   

მაია ბაქრაძე

 

მაია ბაქრაძეს აქვს სპეციალობით მუშაობის 21 წლის გამოცდილება. მათ შორის ათი წლის განმავლობაში იყო მოსამართლე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო თერთმეტი წელი ადვოკატი – ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, აქვს სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა საქმეებში.

კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში საქართველოს უნივერსიტეტში, ასევე არის მოწვეული ტრენერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იუსტიციციის სასწავლო ცენტრში. აქვს სამართლებრივი დასკვნების მომზადების, საარბიტრაჟო დავაში არბიტრად მონაწილეობის გამოცდილება. ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობის ფარგლებში, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, იგი ახორციელებდა საექსპერტო საქმიანობას, კანონმდებლობის კვლევებს, მართლმსაჯულების ადმინისტრირების მიმართულებით.

გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების დაკვეთით მუშაობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტსა და სახელმძღვანელოზე მოსამართლეთათვის „გადაწყვეტილების შედგენის ტექნიკა“. ასევე არის თანაავტორი წიგნისა „სახელმძღვნელო მოსამართლეთათვის „მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეთა განხილვის თავისებურებები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისას“ თანაავტორი (გამოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ), პრაქტიკული სახელმძღვანელოსი პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის „მართლმსაჯულებისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

   

ნატა ღიბრაძე

 
nata

ნატა ღიბრაძე არის ჰოგან ლოვესის საერთაშორისო არბიტრაჟის გუნდში უფროსი იურისტი. ნატა ღიბრაძე სპეციალიზებულია საერთაშორისო არბიტრაჟში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს რეგიონებში და ამ რეგიონებთან დაკავშირებულ საერთაშორისო დავებზე. იგი ფლობს გამოცდილებას სხვადასხვა იურისდიქციებში წამყვაი საარბიტრაჟო ინსტიტუტების წესების (ICC, UNCITRAL, SCC, DIS და DIA წესები) შესაბამისად საქმეების წარმართვაში. ნატა განსაკუთრებით დიდ გამოცდილებას ფლობს ენერგეტიკის, სამშენებლო, ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო სექტორებში არსებული კლიენტების კონსულტაციისა და წარმომადგენლობის საკითხებში.

ჰოგან ლოველსში დასაქმებამდე ნატა საქმიანობას ეწეოდა სხვა წამყვან საერთაშორისო იურიდიულ ფირმაში, ქალაქ ფრანკფურტში. საცხოვრებლად გერმანიაში გადასვლამდე ნატა ასევე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სადაც ის იყო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის წევრი, და ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიულ დეპარტამენტში. იგი ასევე დასაქმებული იყო ცნობილ ქართულ იურიდიულ ფირმაში თბილისში, სადაც იგი მონაწილეობდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ერთობლივი საწარმოს პროექტების სტრუქტურაში, ასევე სხვადასხვა მრავალმილიონიანი უძრავი ქონების პროექტებში და სასამართლო დავებში ქვეყნის მაშტაბით. ნატამ განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ნატა რეგულარულად ატარებს გამოსვლებს და აქვეყნებს ნაშრომებს საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში.

   

ელენე გოგაძე

 
elene

ელენე გოგაძეს უკავია უფროსი იურისტის პოზიცია Sheppard, Mullin, Richter and Hampton LLP-ის ვაშინგტონის ოფისში.

მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა საერთაშორისო არბიტრაჟი, კომერციული დავები და საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები. მას აქვს გამოცდილება საერთაშორისო კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟში. ასევე, იგი წარმოადგენდა კლიენტებს სასამართლოში არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებში.

ამასთანავე, მას აქვს საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრობის გამოცდილება. იგი არის ამერიკის არბიტრთა ასოციაციის არბიტრთა სიის წევრი.

ელენე არის ნიუ-იორკისა და კოლუმბიის ოლქის ადვოკატთა ასოციაციების წევრი. ასევე იგი არის ლექტორი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში, სადაც იგი რეგულარულად ატარებს ლექციებს საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით და რეგულარული მომხსენებელია საერთაშორისო კონფერენციებზე.

   

გალინა ჟუკოვა

 
Galina Zukova_GIAC

გალინა ჟუკოვა არის ZUKOVA Legal-ის პარტნიორი და ვერსალის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟი. მას წარმოუდგენია კლიენტები როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან, საარბიტრაჟო დავებშიICC, LCIA, VIAC, DIS, SCC და UNCITRAL-ის წესების მიხედვით, სხვადასხვა პროცესუალური და მატერიალური სამართლის შესაბამისად მრავალი სფეროს მიმართულებით (საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის, სადისტრიბუციო, შერწყმა და შესყიდვები, სამშენებლო, სამრეწველო, ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციების). გალინა ასევე არის არბიტრი (თავმჯდომარე, ერთი არბიტრი, საგანგებო არბიტრი, თანა-არბიტრი) საერთაშორისო კომერციულ დავებში.იგი შეყვანილია მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი საარბიტრაჟო ინსტიტუტების არბიტრთა სიაში.

მარია თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ლატვიურ, რუსულ და ესპანურ ენებს, მას ასევე აქვს გერმანულის ცოდნა.

   

ქეთევან ბეთანელი

 
Ketevan Beteneli_GIAC

ქეთევან ბეთანელი იურისტია Freshfields Bruckhaus Deringer-ის პარიზის ოფისში. იქამდე იგი იყო Shearman & Sterling’s-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ჯგუფის წევრი. იურიდიულ ფირმაში მუშაობამდე იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. იგი ასევე მუშაობდა DLA Piper Georgia-ს იურისტად. 

ქეთევანი არის საქართველოსდა ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

იგი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე აქვს ფრანგულის ცოდნა.

ქეთევანი ფლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო სამართალის ფაკულტეტის ბაკალავრის, ჰელსინკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართალი  მაგისტრის, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ფაკულტეტის მაგისტრისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის საკორპორაციო სამართალის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

   

ლაშა არველაძე

 
Lasha Arveladze (GIAC)

ლაშა არველაძე არის იურიდიული ფირმა AMK Law-ს დამფუძნებელი პარტნიორი. მას აქვს როგორც საჯარო ისე კერძო სექტორშიმუშაობის დიდი გამოცდილება. იგი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ემსახურება კლიენტებს საკორპორაციო, საერთაშორისო და ადგილობივ ბიზნეს ტრანზაქციების, საინვესტიციო პროექტების, ენერგეტიკისა და დავების ალტერნატიული მოგვარების (კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის) საკითხებზე.

იურიდიულ ფირმაში მუშაობასთან ერთად, ლაშა აგრეთვე გახლდათ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ იურისტი. კომპანია AMK Law-ში იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობამდე, ლაშას ეკავა სხვადასხვა პოსტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ასევე აქვს სამუშაო გამოცდილება საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.