გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით)
გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ინგლისურად (2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით)
გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ინგლისურად (2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2014 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით)
გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ინგლისურად (2014 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით)
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის
საარბიტრაჟო წესები
[დამტკიცებულია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის მიერ 2017 წლის 10 მარტს]
ნაწილი I - ზოგადი დებულებები
მუხლი 1 საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი
მუხლი 2 მოქმედების სფერო
მუხლი 3 ტერმინთა გარმატებები
მუხლი 4 შეტყობინებები და კომუნიკაციები
მუხლი 5 ვადები
ნაწილი II - საარბიტრაჟო პროცესის დაწყება
მუხლი 6 საარბიტრაჟო განცხადება
მუხლი 7 პასუხი საარბიტრაჟო განცხადებაზე
მუხლი 8 შეგებებული სარჩელი
მუხლი 9 რეგისტრაციის საფასური
მუხლი 10 საარბიტრაჟო შეთანხმების შემოწმება
მუხლი 11 საქმეთა გაერთიანება და საარბიტრაჟო დავაში მესამე მხარის ჩართვა
ნაწილი III - საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა
მუხლი 12 არბიტრთა რაოდენობა
მუხლი 13 არბიტრების დანიშვნა
მუხლი 14 არბიტრების დანიშვნა მრავალმხარიანი არბიტრაჟში
მუხლი 15 არბიტრების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა
მუხლი 16 არბიტრთა კვალიფიკაცია
მუხლი 17 არბიტრების აცილება
მუხლი 18 არბიტრების შეცვლა
მუხლი 19 საარბიტრაჟო საბჭოს გადაწყვეტილება
ნაწილი IV - საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 20 საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის საქმის გადაცემა
მუხლი 21 საარბიტრაჟო განხილვის წარმართვა
მუხლი 22 საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
მუხლი 23 საარბიტრაჟო განხილვისათვის გამოსაყენებელი წესები
მუხლი 24 გამოსაყენებელი სამართალი
მუხლი 25 საარბიტრაჟო განხილვის ენა
მუხლი 26 საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება
მუხლი 27 პროცედურული კრება და პროცედურული განრიგი
მუხლი 28 საარბიტრაჟო სარჩელის და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლა
მუხლი 29 მტკიცებულებები
მუხლი 30 ზეპირი მოსმენა
მუხლი 31 საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის წარუდგენლობა
მუხლი 32 საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
მუხლი 33 საარბიტრაჟო განხილვის დასრულება
მუხლი 34 დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები
ნაწილი V - საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 35 საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადა
მუხლი 36 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
მუხლი 37 საარბიტრაჟო გადაწტვეტილების სახეები და შინაარსი
მუხლი 38 მხარეთა მორიგება
მუხლი 39 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი
მუხლი 40 საარბიტრაჟო საბჭოს მიერ საარბიტრაჟო გადაწტყვეტილების ფორმალური გადახედვა
მუხლი 41 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება და შესწორება
ნაწილი VI - ხარჯები
მუხლი 42 წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები
მუხლი 43 საარბიტრაჟო ხარჯების გაანგარიშება
ნაწილი VII - დასკვნითი დებულებები
მუხლი 44 კონფიდენციალობა
მუხლი 45 გაუთვალისწინებელი გარემოებები
მუხლი 46 პასუხისმგებლობის გამორიცხვა
მუხლი 47 უარი უფლების გამოყენებაზე
მუხლი 48 წესებში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დანართი I - ხარჯების ცხრილი
მუხლი 1 რეგისტრაციის საფასური
მუხლი 2 ადმინისტაციული გადასახადი
მუხლი 3 არბიტრების ჰონორარი
დანართი II - საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი როგორც დამნიშვნელი ორგანო
დანართი III - სტანდარტული საარბიტრაჟო შეთანხმება
დანართი IV – დაჩქარებული საარბირაჟო პროცედურები
ნაწილი I – ზოგადი დებულებები
მუხლი 1 საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი
- საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (შემდგომ − „საარბიტრაჟო ცენტრი“) არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (შემდგომ − „პალატა“) მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული. საარბიტრაჟო ცენტრი რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით და თავის ფუნქციებს ასრულებს პალატისგან დამოუკიდებლად.
- საარბიტრაჟო ცენტრს ჰყავს გამგეობა, სამდივნო და საარბიტრაჟო საბჭო. საარბიტრაჟო ცენტრის ორგანოთა სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით.
- საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო დავებს თავად არ წყვეტს. საარბიტრაჟო ცენტრის ფუნქციაა, ადმინისტრირება გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივ საარბიტრაჟო განხილვებს ამ საარბიტრაჟო წესების (შემდგომ − „წესები“), საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო ცენტრი ხელს უწყობს საარბიტრაჟო ტრიბუნალს ფუნქციების შესრულებაში წესების, საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტას ახორციელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც შექმნილია ყოველ კონკრეტულ დავაზე.
სარჩევი
მუხლი 2 მოქმედების სფერო
- საარბიტრაჟო ცენტრი ადმინისტრირებას უწევს სრულ საარბიტრაჟო პროცესს, რომელიც წარიმართება წესების, საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად.
- თუ მხარეები წესების გამოყენებაზე შეთანხმდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები თანახმა არიან, მათი საარბიტრაჟო დავა საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრირებით იქნეს განხილული; ანალოგიურად შეთანხმება საარბიტრაჟო ცენტრის მიერ საქმის ადმინისტრირებაზე ნიშნავს, რომ მხარეები თანახმა არიან მათი საქმე განხილულ იქნეს წესების შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევებში საარბიტრაჟო საქმის განხილვა წესების იმ ვერსიის მიხედვით წარიმართება, რომელიც ძალაშია საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყების მომენტში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან გარკვევით.
- მხარეთა შეთანხმება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრაჟზე ნიშნავს მათ შეთანხმებას საარბიტრაჟო დავის წესებით და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრირებით განხილვაზე, თუ მხარეები პირდაპირ არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო დავის შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს“ საარბიტრაჟო წესებით განხილვაზე, რომელთა მოქმედება 2012 წელს შეწყდა. აღნიშნულ შემთხვევაში საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო პროცესს ადმინისტრირებას უწევს შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს“ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.
სარჩევი
მუხლი 3 ტერმინთა განმარტებები
წესებში ქვემოთ მოცემულ ტერმინებს და ფრაზებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამდივნო − საარბიტრაჟო ცენტრის მთავარი ორგანო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს საარბიტრაჟო პროცესს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებისა და წესების შესაბამისად;
ბ) საარბიტრაჟო საბჭო − საარბიტრაჟო ცენტრის ორგანო, რომელიც ასრულებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებითა და წესებით განსაზღვრულ ფუნქციებს;
გ) საარბიტრაჟო შეთანხმება − შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომლებიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე;
დ) საარბიტრაჟო წესები (ან წესები) − წინამდებარე საარბიტრაჟო წესები, რომლებიც დამტკიცებულია გამგეობის მიერ საარბიტრაჟო ცენტრის წესდების შესაბამისად;
ე) შიდა წესები − წესები, რომლებიც მიღებულია საარბიტრაჟო ცენტრის წესდების მე-5 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
ვ) საარბიტრაჟო ტრიბუნალი − ერთი არბიტრი ან სამარბიტრიანი ტრიბუნალი, რომელიც იქმნება წესების შესაბამისად;
ზ) გამგეობა − საარბიტრაჟო ცენტრის ორგანო, რომელიც შექმნილია საარბიტრაჟო ცენტრის წესდების შესაბამისად;
თ) საარბიტრაჟო მოსარჩელე − ერთი ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე;
ი) საარბიტრაჟო მოპასუხე − ერთი ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე;
კ) მხარე – საარბიტრაჟო მოსარჩელე (ები), საარბიტრაჟო მოპასუხე (ები) ან დავის დამატებითი მხარეები (არსებობის შემთხვევაში);
ლ) მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე (ები), საარბიტრაჟო მოპასუხე (ები), ან დავის დამატებითი მხარეები (არსებობის შემთხვევაში);
მ) გადაწყვეტილება − მოიცავს ნაწილობრივ ან საბოლოო გადაწყვეტილებას.
სარჩევი
მუხლი 4 შეტყობინებები და კომუნიკაციები
- ნებისმიერი შეტყობინება და კომუნიკაცია, მხარის, საარბიტრაჟო ტრიბუნალის და სამდივნოს მიერ შესრულებული უნდა იყოს წერილობით. როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია მხარეს ეხება, იგი უნდა იქნას გაგზავნილი მიმღები მხარის ან მისი წარმომადგენლის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც მხარის მიერ არის შეტყობინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. შეტყობინება ან კომუნიკაცია შეიძლება შესრულდეს დაზღვეული წერილის, დარეგისტრირებული ფოსტის, კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან სხვა რომელიმე სატელეკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც ადასტურებს მის გადაცემას.
- შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება იმ დღეს ჩაბარებულად, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მიიღო ის ან იმ დღეს, როდესაც უნდა მიეღო ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
- შეტყობინებები და კომუნიკაციები შეიძლება გადაცემულ იქნას მხარის წარმომადგენლის მისამართზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარე საარბიტრაჟო ცენტრს ან სამდივნოს მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე ან საარბიტრაჟო განხილვაზე მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესახებ.
- სამდივნოს უნდა გაეგზავნოს საარბიტრაჟო განაცხადი მატერიალური ფორმით იმდენ ასლად, რამდენიც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითოეული წევრი, თითოეული მხარე და თავად სამდივნო. საარბიტრაჟო პროცესის დაწყების შემდეგ მხარეების ყველა შეტყობინება, დოკუმენტი და კომუნიაცია ეგზავნება სამდივნოს მატერიალური ფორმით იმდენ ასლად, რამდენიც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითოეული წევრი, თითოეული მხარე და თავად სამდივნო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები და საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეთანხმდნენ, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ინფომაციის წარმოდგენა განხორციელდეს პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, იმ პირობით, რომ მხარეთა წერილობითი პოზიციები წარმოდგენილი იქნება მატერიალური ფორმითაც.
- სამდივნოს უნდა გაეგზავნოს ყველა შეტყობინების, დოკუმენტის და კომუნიკაციის ასლი.
სარჩევი
მუხლი 5 ვადები
წესების შესაბამისად განსაზღვრული ან წესებით დადგენილი ვადების ათვლა უნდა დაიწყოს იმ რიცხვის მომდევნო დღიდან, როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად წესების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, აღნიშნული რიცხვის მომდევნო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მომდევნო სამუშაო დღიდან. ვადის გამოთვლისას გაითვალისწინება ოფიციალური დასვენების დღეები და არასამუშაო დღეები. თუ მინიჭებული შესაბამისი ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადა იწურება მომდევნო პირველი სამუშაო დღის დასრულებისას.
სარჩევი
ნაწილი II - საარბიტრაჟო პროცესის დაწყება
მუხლი 6 საარბიტრაჟო განცხადება
- ნებისმიერმა მხარემ, რომელსაც სურს დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი წესების შესაბამისად, საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში უნდა წარადგინოს საარბიტრაჟო განაცხადი, შიდა წესებით განსაზღვრულ ან საარბიტრაჟო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ მისამართზე.
- საარბიტრაჟო პროცესი ჩაითვლება იმ რიცხვში დაწყებულად, როდესაც სამდივნომ მიიღო საარბიტრაჟო განაცხადი.
- საარბიტრაჟო განაცხადი უნდა შეიცავდეს:
- ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);
- ბ) დავის მიმოხილვას და იმ ფაქტებს, რომლებიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
- გ) განცხადებას თუ რა მოთხოვნები აქვს საარბიტრაჟო მოსარჩელეს და თითოეული მოთხოვნის ოდენობას. თუ მოთხოვნის (მოთხოვნების) კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია − ამ მოთხოვნის (მოთხოვნების) მიახლოებით ფულად ღირებულებას საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენის დღისთვის;
- დ) საარბიტრაჟო შეთანხმების სრულ პირობებს, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნის (მოთხოვნების) დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულებას ან სხვა დოკუმენტის ასლს, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა (მოთხოვნები);
- ე) დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში);
- ვ) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას/დანიშვნას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
- ზ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, ენასთან და გამოსაყენებელ სამართალთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).
- სამდივნოს წარედგინება საარბიტრაჟო განაცხადის იმდენი ასლი, რამდენიც განსაზღვრულია წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით. საარბიტრაჟო განაცხადს უნდა ერთოდეს რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საარბიტრაჟო განაცხადი სამდივნოსთვის წარდგენილად ითვლება საარბიტრაჟო სარჩელის, მტკიცებულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, თუ ის ასევე შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
- იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, სამდივნოს შეუძლია საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუდგინოს გონივრული ვადა ხარვეზების და/ან შესცდომების გამოსასწორებლად. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე დამატებით ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზებს, სამდივნოს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო განაცხადის რეგისტრაციაზე, რა შემთხვევაშიც საარბიტრაჟო პროცესი არ გაგრძელდება. საარბიტრაჟო განაცხადის რეგისტრაციაზე ამგვარი უარის თქმა საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ ართმევს იმავე მოთხოვნის (მოთხოვნების) მოგვიანებით სხვა საარბიტრაჟო პროცესზე დაყენების უფლებას.
- სამდივნო საარბიტრაჟო განაცხადის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ საარბიტრაჟო განაცხადის ასლს შესაბამის დოკუმენტებთან ერთად უგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხეს.
სარჩევი
მუხლი 7 პასუხი საარბიტრაჟო განცხადებაზე
- საარბიტრაჟო მოპასუხემ სამდივნოს მიერ გაგზავნილი საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს პასუხი საარბიტრაჟო განაცხადზე (შემდგომ − „პასუხი“) ასლების იმ რაოდენობით, რამდენიც გათვალისწინებულია წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით.
- პასუხი უნდა შეიცავდეს:
- ა) საარბიტრაჟო მოპასუხის და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);
- ბ) საარბიტრაჟო მოპასუხის მოსაზრებასა და პოზიციას საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს დავა, აგრეთვე საარბიტრაჟო მოპასუხის სპეციალურ მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
- გ) ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის და საარბიტრაჟო მოსარჩლის მოთხოვნის (მოთხოვნების) დასაშვებობის შესახებ, თუმცა თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ დააყენებს ამგვარ შედავებას (პრეტენზიას) პასუხში, მას არ ერთმევა უფლება დააყენოს ასეთი პრეტენზია ნებისმიერ დროს არაუგვიანეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოდგენის მომენტისა;
- დ) დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში);
- ე) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას/დანიშვნას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
- ვ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, გამოსაყენებელ სამართალთან და საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).
- სამდივნოს შეუძლია საარბიტრაჟო მოპასუხეს გაუგრძელოს ვადა პასუხის წარმოდგენისთვის, თუ საკუთარი შეხედულებისამებრ მიიჩნევს, რომ ვადის ამგვარი გაგრძელების მიზეზი საპატიოა.
- სამდივნო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უგზავნის პასუხს და თანდართულ დოკუმენტებს.
- საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ პასუხის წარუდგენლობა არ არის საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის მიზეზი.
- პასუხი სამდივნოსთვის წარდგენილად ითვლება საარბიტრაჟო შესაგებლის, მტკიცებულებების და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, თუ ის ასევე შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
სარჩევი
მუხლი 8 შეგებებული სარჩელი
- საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს წარმოადგინოს შეგებებული სარჩელი საარბიტრაჟო მოსარჩელის წინააღმდეგ.
- შეგებებული სარჩელ(ებ)ი სამდივნოში შეიძლება წარდგენილ იქნას პასუხთან ერთად. შეგებებულ სარჩელზე თანაბრად ვრცელდება წესების მე-6 მუხლის მოთხოვნები.
სარჩევი
მუხლი 9 რეგისტრაციის საფასური
- საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენისას საარბიტრაჟო მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენის დღისთვის ძალაში მყოფი ხარჯების ცხრილის (წესების დანართი I) შესაბამისად.
- შეგებებული სარჩელის ან მესამე პირის ჩართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოპასუხე ან მესამე პირად ჩართვის მომთხოვნი მხარე იხდის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეგისტრაციის საფასურის ოდენობის ნახევარს.
სარჩევი
მუხლი 10 საარბიტრაჟო შეთანხმების შემოწმება
- თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის დაყენებული მოთხოვნა, არ წარადგენს პასუხს, ან დააყენებს ერთ ან რამდენიმე შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის ან შინაარსის შესახებ, ან სვამს საკითხს, შესაძლებელია თუ არა ერთ საარბიტრაჟო განხილვაში ამ განხილვის ფარგლებში დაყენებული ყველა მოთხოვნის გადაწყვეტა, საარბიტრაჟო პროცესი გაგრძელდება და იურისდიქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე ან ერთი საარბიტრაჟო განხილვის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნების განხილვის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამდივნო ამ საკითხს გადასაწყვეტად გადასცემს საარბიტრაჟო საბჭოს.
- იმ შემთხვევაში თუ სამდივნო საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობასთან, ნამდვილობასთან ან შინაარსთან დაკავშირებულ საკითხს გადასაწყვეტად გადასცემს საარბიტრაჟო საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, არ გაგრძელდეს საარბიტრაჟო პროცესი იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ცენტრს აშკარად არ აქვს აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაზე იურისდიქცია.
სარჩევი
მუხლი 11 საქმეთა გაერთიანება და საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის ჩართვა
- მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სამდივნოს მიერ ამ მოთხოვნის საარბიტრაჟო საბჭოსთვის გადაცემის შემდეგ, საარბიტრაჟო საბჭოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი საარბიტრაჟო საქმის მიმდინარე საარბიტრაჟო საქმესთან გაერთიანების შესახებ, თუ:
- ა) მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანებაზე; ან
- ბ) ყველა მოთხოვნა ერთი და იმავე საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზეა დაყენებული.
- საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას საარბიტრაჟო საბჭომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაბამისი გარემოება, მათ შორის, დანიშნულია თუ არა ერთი ან მეტი არბიტრი ერთ ან რამდენიმე საარბიტრაჟო განხილვაზე და რა ეტაპზეა საარბიტრაჟო პროცესი.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდე საარბიტრაჟო საბჭო წყვეტს საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის ჩართვის საკითხს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე (მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ) იმ პირობით, რომ ნებისმიერი მესამე დამატებითმა პირმა და საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის ჩართვის მომთხოვნმა მხარემ განაცხადეს ამაზე თანხმობა წერილობით და ყველა შესაბამისი გარემოების (მათ შორის, ყველა სხვა მხარის პოზიციის) გათვალისწინებით. საარბიტაჟო ტრიბუნალის შექმნის შემდეგ, იგი წყვეტს საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ ნებისმიერ მოთხოვნას.
- იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდეა დაყენებული, მესამე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნაში წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
- მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
- სამდივნომ უნდა გაუგზავნოს მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ ყველა სხვა მხარეს. ამ მოთხოვნას თითოეულმა მხარემ უნდა უპასუხოს მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
სარჩევი
ნაწილი III – საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა
მუხლი 12 არბიტრთა რაოდენობა
- დავას განიხილავს ერთი ან სამი არბიტრისგან შემდგარი ტრიბუნალი.
- მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრთა რაოდენობაზე. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრთა რაოდენობაზე, დავას განიხილავს ერთი არბიტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო საბჭო, დავის სირთულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საჭიროა სამი არბიტრის დანიშვნა.
სარჩევი
მუხლი 13 არბიტრების დანიშვნა
- მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ერთი არბიტრის დანიშვნის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის შექმნის ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ პროცედურაზე. თუ მხარეები ასეთ პროცედურაზე არ შეთანხმებულან ან პროცედურა ერთი არბიტრის დანიშვნისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის შექმნისთვის საკმარისად ნათელი არ არის, არბიტრი ინიშნება (არბიტრები ინიშნებიან) ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით.
- როდესაც დავა ერთმა არბიტრმა უნდა განიხილოს, მხარეებს, მათი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ დაასახელონ ერთი არბიტრის კანდიდატურა, რომელსაც ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო. თუ საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ან დამატებით ვადაში, რომელიც სამდივნოს მიერ შეიძლება იქნას დაწესებული, მხარეების მიერ არ იქნება დასახელებული არბიტრი, მას დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.
- როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს. საარბიტრაჟო მოსარჩელე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო განაცხადში, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე − 30 (ოცდაათი) დღის ვადაში თავის პასუხში საარბიტრაჟო განაცხადზე. თუ მხარე ვერ ან არ დანიშნავს არბიტრს, ამ პუნქტით ან სამდივნოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში მას საარბიტრაჟო საბჭო დანიშნავს.
- როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, თუ მხარეები არბიტრის დანიშვნის სხვა პროცედურაზე არ შეთანხმებულან, უკვე დანიშნული ორი თანაარბიტრი ასახელებს მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის კანდიდატურას ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო, დადასტურების შემთხვევაში იგი ითვლება დანიშნულად. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად უკვე დანიშნული თანაარბიტრების დანიშვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ვადაში, არ მოხდება მესამე არბიტრის დასახელება, მესამე არბიტრს დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.
- არბიტრად შეიძლება დაინიშნოს პირი არა მხოლოდ საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრთა სიიდან.
სარჩევი
მუხლი 14 არბიტრების დანიშვნა მრავალმხრიან არბიტრაჟში
- როდესაც საარბიტრაჟო პროცესში რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე მონაწილეობს და დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ერთად და რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე ერთად ნიშნავენ თითო-თითო არბიტრს წესების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მხარეთა მიერ უკვე დანიშნული ორი თანაარბიტრი ასახელებს მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. მესამე არბიტრის კანდიდატურას ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო, დადასტურების შემთხვევაში იგი ითვლება დანიშნულად. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად უკვე დანიშნული თანაარბიტრების დანიშვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ვადაში, არ მოხდება მესამე არბიტრის დასახელება, მესამე არბიტრს დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.
- როდესაც დამატებითი მესამე პირი ერთვება საარბიტრაჟო საქმის განხილვაში ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად და როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, მესამე პირს უფლება აქვს, დანიშნოს არბიტრი საარბიტრაჟო მოსარჩელესთან ან საარბიტრაჟო მოპასუხესთან ერთად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
- როდესაც დავა ერთმა არბიტრმა უნდა განიხილოს, არბიტრის კანდიდატურა სახელდება ყველა მხარის შეთანხმების საფუძველზე, წესების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
- თუ რომელიმე მხარე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად ვერ დანიშნავს არბიტრს ერთობლივად, საარბიტრაჟო საბჭო ნიშნავს მთლიან საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
სარჩევი
მუხლი 15 არბიტრების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა
- თითოეული არბიტრი ყოველთვის უნდა იყოს და დარჩეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
- არბიტრმა დანიშვნამდე ან მის დადასტურებამდე ხელი უნდა მოაწეროს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას. პოტენციურმა არბიტრმა უნდა გაამჟღავნოს ყველა ის ფაქტი ან გარემოება, რომლებმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სამდივნო მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების ასლს უგზავნის მხარეებს და საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს.
- არბიტრმა დაუყოვნებლივ უნდა გაუმჟღავნოს სამდივნოს, მხარეებს და საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საარბიტრაჟო საქმის განხილვის მიმდინარეობისას.
სარჩევი
მუხლი 16 არბიტრთა კვალიფიკაცია
- როდესაც მხარეები სხვადასხვა ეროვნების არიან, ერთი არბიტრი ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე მხარეებისგან განსხვავებული ეროვნების უნდა იყოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ საარბიტრაჟო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, აირჩიოს იმავე ეროვნების არბიტრი ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე, რომლისაც არის რომელიმე მხარე, იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მხარე არ შეეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას პრეტენზიის განცხადებისთვის საარბიტრაჟო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
- არბიტრის დანიშვნის ან მისი დადასტურების დროს საარბიტრაჟო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს დავის ხასიათი, საარბიტრაჟო განხილვის ადგილი, ენა და გამოსაყენებელი სამართალი. საარბიტრაჟო საბჭომ ასევე უნდა გაითვალისწინოს პოტენციური არბიტრის ხელმისაწვდომობა საარბიტრაჟო საქმის განხილვის წესების შესაბამისად წარმართვაზე.
სარჩევი
მუხლი 17 არბიტრების აცილება
- მხარემ შეიძლება დააყენოს არბიტრის აცილების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ის არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ან რაიმე სხვა საფუძვლით, სამდივნოსთვის არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განაცხადის გაგზავნით.
- არბიტრის აცილების შესახებ განაცხადი იგზავნება არბიტრის დანიშვნის ან დადასტურების შესახებ მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღეში, ან იმ დღიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, როდესაც მხარემ შეიტყო არბიტრის აცილების მოთხოვნის გამომწვევი გარემოებები, თუ ეს მოხდა არბიტრის დანიშვნის ან დადასტურების შემდეგ. თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე მხარე არ მოითხოვს არბიტრის აცილებას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა ამ არბიტრის აცილების მოთხოვნის უფლების გამოყენებაზე.
- სამდივნო არბიტრის აცილების შესახებ მხარის განაცხადის ასლს უგზავნის სხვა მხარეს (მხარეებს), საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს და იმ არბიტრს, რომლის აცილებაც არის მოთხოვნილი, და მათ აძლევს საშუალებას, გარკვეულ ვადაში წერილობით გააკეთონ კომენტარი.
- თუ არბიტრი, რომლის აცილებაც არის მოთხოვნილი, გადაწყვეტს, არ გადადგეს, ან სხვა მხარე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში არ დაეთანხმება არბიტრის აცილების მოთხოვნას, ამ არბიტრის აცილების საკითხზე გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო საბჭო მიიღებს.
სარჩევი
მუხლი 18 არბიტრების შეცვლა
- არბიტრი შეიცვლება, თუ:
- ა) არბიტრი გარდაიცვალა;
- ბ) არბიტრის მიმართ დაყენებული აცილების მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
- გ) საარბიტრაჟო საბჭო დათანხმდა არბიტრის ნებაყოფლობით გადადგომას;
- დ) საარბიტრაჟო საბჭო სამდივნოს ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციების შესრულებაში, ან არბიტრი არ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს წესებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად.
- არბიტრის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შეცვლის შემთხვევაში სამდივნო მხარეებს აძლევს საშუალებას, წერილობით წარმოადგინონ პოზიციები არბიტრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
- არბიტრის შეცვლის შემთხვევაში ახალი არბიტრი ინიშნება წესების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული იმ პროცედურის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მოხდა არბიტრის დანიშვნა ან დასახელება.
- არბიტრის შეცვლის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა იმ ეტაპიდან გრძელდება, რომელზედაც შეცვლილმა არბიტრმა შეწყვიტა საკუთარი ფუნქციების შესრულება, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ გადაწყვეტს სხვაგვარად.
- როდესაც საქმეს სამარბიტრიანი ტრიბუნალი განიხილავს, შესაბამისი არბიტრის შეცვლისას საარბიტრაჟო საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დარჩენილმა ორმა არბიტრმა გააგრძელოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საარბიტრაჟო საბჭომ უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპი, აგრეთვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა არბიტრებისა და მხარეების პოზიციები.
სარჩევი
მუხლი 19 საარბიტრაჟო საბჭოს გადაწყვეტილება
არბიტრის დანიშვნის, აცილების და შეცვლის შესახებ საარბიტრაჟო საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა.
სარჩევი
ნაწილი IV – საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 20 საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გადაცემა
საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნისა და სამდივნოს მიერ განსაზღვრული ხარჯების ავანსის გადახდის შემდეგ სამდივნო საქმესა და თანდართულ დოკუმენტებს გადაცემს საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
სარჩევი
მუხლი 21 საარბიტრაჟო განხილვის წარმართვა
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უზრუნველყოფს საარბიტრაჟო განხილვის სწრაფად და ეკონომიურად წარმართვას.
- საარბიტრაჟო განხილვის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება მიიღოს პროცედურული ზომები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წესებს ან მხარეთა შეთანხმებას. პროცედურული ზომების მიღებამდე საარბიტრაჟო ტრიბუნალი მართვს კონსულტაციებს მხარეებთან.
- ყველა დავაში, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს თავისი პოზიციების წარმოდგენის თანაბარი შესაძლებლობა.
სარჩევი
მუხლი 22 საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს საარბიტრაჟო განხილვის ადგილს.
- თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ საარბიტრაჟო ტრიბუნალი საჭიროდ მიიჩნევს, ის უფლებამოსილია ზეპირი მოსმენები ან სხვა შეხვედრები გამართოს ნებისმიერ ადგილას. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ითათბიროს ნებისმიერ ადგილას თავისი შეხედულებისამებრ.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ითვლება გამოტანილად საარბიტრაჟო განხილვის ადგილას.
სარჩევი
მუხლი 23 საარბირაჟო განხილვისთვის გამოსაყენებელი წესები
საარბიტრაჟო განხილვისთვის გამოიყენება წესები, ხოლო როდესაც წესები არ ითვალისწინებენ კონკრეტულ საკითხს, მხარეთა შეთანხმება, ან ასეთი შეთანხმების არარსებობისას − წესების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მიღებული პროცედურული ზომები.
სარჩევი
მუხლი 24 გამოსაყენებელი სამართალი
- საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქმის არსებითი განხილვისას უნდა გამოიყენოს ნებისმიერი ის სამართალი ან სამართლის ნორმები, რომელზედაც (რომლებზედაც) მხარეები არიან შეთანხმებული, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას − იმ სამართალს ან სამართლის ნორმები, რომელსაც (რომლებსაც) იგი, საარბიტრაჟო დავის არსიდან გამომდინარე, ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევს.
- მხარეთა მიერ არჩეული ნებისმიერი კონკრეტული ქვეყნის სამართალი გულისხმობს ამ სამართლის მატერიალურ ნორმებზე მითითებას და გამორიცხავს კოლიზიური სამართლის ნორმებს.
სარჩევი
მუხლი 25 საარბიტრაჟო განხილვის ენა
- საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება იმ ენაზე, რომელზედაც მხარეები არიან შეთანხმებული. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ენას, საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს საარბიტრაჟო ტრიბუნალი.
- საარბიტრაჟო განხილვის ენისგან განსხვავებულ ენაზე წარმოდგენილ ნებისმიერ დოკუმენტს თან უნდა ერთოდეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებული თარგმანი, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარეებთან მოლაპარაკების შემდეგ არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.
სარჩევი
მუხლი 26 საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი სამდივნოს მიერ საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ადგენს და მხარეებს წერილობითი შენიშვნებისთვის წარუდგენს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას.
- საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება უნდა შეიცავდეს:
- ა) მხარეთა და მათი წარმომადგენლების სახელწოდებებს, აღწერას, მისამართებს და საკონტაქტო ინფორმაციას;
- ბ) არბიტრის (სამარბიტრიანი ტრიბუნალის შემთხვევაში − თითოეული არბიტრის) სახელს, აღწერას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;
- გ) მხარეთა სამართლებრივი ინტერესების და მოთხოვნების მონახაზს, აგრეთვე საარბიტრაჟო დავის ღირებულების ოდენობას;
- დ) ინფორმაციას საარბიტრაჟო განხილვის ადგილის, ენის და გამოსაყენებელი სამართლის შესახებ;
- ე) პროცედურულ წესებს, რომლებმაც საარბიტრაჟო ცენტრის წესებთან ერთად უნდა დაარეგულიროს საარბიტრაჟო განხილვა.
- 3. მხარეები და საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმისა და თანდართული დოკუმენტების საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) დღის ვადაში ხელს აწერენ საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას. თუ რომელიმე მხარე არ მოაწერს ხელს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას, დადგენილება ჩაითვლება იურიდიული ძალის მქონედ მისი მეორე მხარისა და არბიტრის ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის ყველა წევრის ხელმოწერისას.
- მხარეებს არა აქვთ უფლება, საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერის შემდეგ დააყენონ ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუშვას ამგვარი ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), მისი (მათი) არსის, საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარე ეტაპის ან სხვა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით.
სარჩევი
მუხლი 27 პროცედურულიკონფერენცია და პროცედურული განრიგი
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემის შემდეგ, უმოკლეს ვადაში მხარეებთან მართავს პროცედურულ კონფერენციას მათთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევისთვის, წესების 21-ე მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის მართებულად წარმართვის მიზნით, აგრეთვე საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგის განსაზღვრისთვის.
- საარბიტრაჟო განხილვის მართებულად და ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოს დამატებითი პროცედურული ზომები ან/და დააზუსტოს საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგი. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება გადაწყვიტოს ამ მიზნით დამატებითი პროცედურული კონფერენციის გამართვა. თუ სარბიტრააჟო ტრიბუნალი მიიჩნევს მიზანშეწონილად პროცედურული განრიგი შეიძლება დანართის სახით დაერთოს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას.
- პროცედურული კონფერენცია შეიძლება გაიმართოს ნებისმიერი მისაღები ფორმით, მათ შორის, პირადად შეხვედრის ან ტელევიდეოკონფერენციის სახით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი წყვეტს, კომუნიკაციის თუ რომელი საშუალება იქნება გამოყენებული პროცედურული კონფერენციის ჩასატარებლად.
სარჩევი
მუხლი 28 საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლა
- თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ არ წარადგინა საარბიტრაჟო სარჩელი წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მან საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით გათვალისწინებულ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვაგვარად განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
- ა) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;
- ბ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;
- გ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე;
- დ) საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნებს.
- თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ არ წარადგინა საარბიტრაჟო შესაგებელი წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მან საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით გათვალისწინებულ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვაგვარად განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო შესაგებელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
- ა) ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქციასთან ან მოთხოვნის (მოთხოვნების) დასაშვებობასთან დაკავშირებით (არსებობის შემთხვევაში);
- ბ) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
- გ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
- დ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოპასუხე.
- მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და/ან საარბიტრაჟო ტრიბუნალს, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს კონკრეტული საქმის განხილვის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლია ამ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოითხოვოს დამატებითი პოზიციების (წარდგინებების) წერილობით წარმოდგენა.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დავის ეფექტიანი მოგვარებისთვის საჭირო ნებისმიერი არსებითი საკითხი და ასევე ისეთი საკითხი, რომელზედაც არ უმსჯელიათ მხარეებს წერილობით პოზიციებში (წარდგინებებში) ან ზეპირ ახსნა-განმარტებებში, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარეებს ყურადღება ნათლად გაამახვილებინა ამ საკითხზე და მათ მიეცათ ადეკვატური შესაძლებლობა, ყოველ ასეთ საკითხზე თავიანთი პოზიციები წერილობით ან საარბიტრაჟო სხდომის დროს ზეპირად წარმოედგინათ.
სარჩევი
მუხლი 29 მტკიცებულებები
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია განსაზღვროს მტკიცებულებათა მნიშვნელობა და მათი დასაშვებობის საკითხი.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი ინიციატივით ან მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოსთხოვოს მხარესიმ ნებისმიერი დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებს თავის პოზიციას.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია წინასწარ, საარბიტრაჟო სხდომამდე მოსთხოვოს მხარეებს იმ მოწმეების ან/და მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების ვინაობის შეტყობინება, რომელთა წარმოდგენასაც ისინი გეგმავენ. თუ მხარეები მოითხოვენ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალი შესაფერისად მიიჩნევს, მოწმეები შეიძლება დაიკითხონ პირდაპირ და ჯვარედინად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნოს ერთი ან მეტი ექსპერტი მის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. მხარეებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წერილობით წარმოადგინონ პოზიციები ამგვარად დანიშნული ექსპერტის (ექსპერტების) დასკვნასთან დაკავშირებით. თუ მხარეები მოითხოვენ, ასეთი ექსპერტი (ექსპერტები) შეიძლება საარბიტრაჟო სხდომაზე ნებისმიერმა მხარემ დაკითხოს.
სარჩევი
მუხლი 30 ზეპირი მოსმენა
- თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი საჭიროდ მიიჩნევს ან მხარე მოითხოვს, საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმეზე მართავს ზეპირ მოსმენას.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, ზეპირ მოსმენამდე გონივრულ ვადაში განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის დროს, თარიღს და ადგილს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი სრულად არის პასუხისმგებელი ზეპირი მოსმენის გამართვაზე.
- თუ მხარე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება საარბიტრაჟო სხდომაზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია სხდომა ამ მხარის დაუსწრებლად გამართოს და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
- საარბიტრაჟო სხდომა დახურულია და მასთან დაკავშირბული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, ჩანაწერი და ოქმი კონფიდენციალურია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
სარჩევი
მუხლი 31 საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის წარუდგენლობა
- თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ საპატიო მიზეზის გარეშე არ წარადგინა საარბიტრაჟო სარჩელი წესების 28-ე მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია შეწყვიტოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა.
- თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ საპატიო მიზეზის გარეშე არ წარადგინა საარბიტრაჟო შესაგებელი წესების 28-ე მუხლის შესაბამისად ან სხვაგვარად ვერ წარადგინა თავისი პოზიცია, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გააგრძელოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
სარჩევი
მუხლი 32 საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
- მხარის მოთხოვნის საფუძველზე საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიყენოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისას საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება ამ ღონისძიებების მომთხოვნ მხარეს მოსთხოვოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაბუთებული დადგენილების ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.
- მხარეებს შეუძლიათ წესების მე-20 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ ნებისმიერ შესაფერის დროს მიმართონ კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების მოთხოვნით კომპეტენტური სასამართლო ორგანოსადმი მხარეთა ნებისმიერი მიმართვა არ ითვლება საარბიტრაჟო შეთანხმების დარღვევად ან მასზე უარის თქმად და ეს მოთხოვნა გავლენას არ ახდენს საარბიტრაჟო ტრიბუნალის უფლებამოსილებაზე.
სარჩევი
მუხლი 33 საარბიტრაჟო განხილვის დასრულება
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი საარბიტრაჟო განხილვას დასრულებულად აცხადებს ბოლო ზეპირი მოსმენის ან მხარეთა მიერ ბოლო დაშვებული პოზიციის (წარდგინების) წარმოდგენის შემდეგ.
- საარბიტრაჟო განხილვის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ არ დაიშვება დამატებითი პოზიციების, არგუმენტების (წარდგინებების) ან მტკიცებულებების წარმოდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაუშვებს ასეთ შესაძლებლობას.
მუხლი 34. დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები
- როდესაც საარბიტრაჟო დავის ღირებულება არ აღემატება დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების (დანართი IV, შემდგომში – დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები) პირველ მუხლში განსაზღვრულ ლიმიტს, ასეთი დავა განიხილება დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.
- დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები არ გამოიყენება თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით პირდაპირ გამორიცხეს დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების მოქმედების შესაძლებლობა. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულია დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების ძალაში შესვლის თარიღამდე, დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები არ გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
- წესების გამოყენებაზე შეთანხმებით მხარეეები თანხმდებიან, რომ დაჩქარებულ საარბიტრაჟო პროცედურებსა და საარბიტრაჟო შეთანხმების დებულებებს შორის განხსხავების არსებობის შემთხვევაში დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებს ენიჭება უპირატესობა.
სარჩევი
ნაწილი V – საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 35 საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადა
- საარბიტრაჟო ტრიბუნალს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოაქვს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერიდან 6 (ექვს) თვეში.
- თუ საარბიტრაჟო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, საარბიტრაჟო ტრიბუნალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა.
სარჩევი
მუხლი 36 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
- როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ერთზე მეტი არბიტრისგან შედგება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უმრავლესობას გამოაქვს.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ითველება გამოტანილად გადაწყვეტილებაში მითითებულ დღეს.
სარჩევი
მუხლი 37 საარბიტრაჟო გადაწტვეტილების სახეები და შინაარსი
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება წერილობით გამოიტანება და უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომელზეც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამყარებს თავის გადაწყვეტილებას.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელს აწერენ არბიტრები. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ერთზე მეტი არბიტრისგან შედგება და რომელიმე მათგანი არ მოაწერს ხელს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებაში ახსნილი უნდა იყოს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოსცეს ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
სარჩევი
მუხლი 38 მხარეთა მორიგება
თუ მხარეები საარბიტრაჟო საქმისა და თანდართული დოკუმენტების საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გაგზავნის შემდეგ მორიგდნენ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ მხარეთა შეთანხმებით მიღებული მორიგების გაფორმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, დააკმაყოფილოს თუ არა აღნიშნული მოთხოვნა.
სარჩევი
მუხლი 39 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი
მხარეთათვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. წესების შესაბამისად დავის გადაწყვეტაზე შეთანხმებით მხარეები იღებენ ვალდებულებას, გაჭინაურების გარეშე შეასრულონ გადაწყვეტილება.
სარჩევი
მუხლი 40 საარბიტრაჟო საბჭოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური გადახედვა
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი, მის ხელმოწერამდე სამდივნოს მეშევეობით უნდა წარუდგინოს საარბიტრაჟო საბჭოს. საარბიტრაჟო საბჭომ მცირედი ფორმალური ცვლილებები შეიძლება შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში და, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დაურღვევლად, ტრიბუნალს შეიძლება ყურადღება გაამახვილებინოს გადაწყვეტილების არსებით ნაწილში აღმოჩენილ ხარვეზებზე ან/და შეცდომებზე. საარბიტრაჟო ტრიბუნალს არა აქვს უფლება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო საბჭოს მიერ მისი ფორმალური დამტკიცების გარეშე გამოიტანოს.
სარჩევი
მუხლი 41 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება და შესწორება
- მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში მოსთხოვოს საარბიტრაჟო ტრიბუნალს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება. მხარე ვალდებულია ამის შესახებ მეორე მხარეს შეატყობინოს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება გაიცემა წერილობით, ზემოაღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 45 (ორმოცდახუთ) დღის ან საარბიტრაჟო საბჭოს მიერ დადგენილ დამატებით ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება ჯერ საარბიტრაჟო საბჭოს წარედგინება დასამტკიცებლად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება გადაწყვეტილების ნაწილად ითვლება და ის უნდა აკმაყოფილებდეს წესების 36-ე და 37-ე მუხლებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია შეასწოროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არსებული ბეჭდვითი, ტექნიკური და სხვა მსგავსი შეცდომები და ხარვეზები, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამგვარ შესწორებებს დასამტკიცებლად წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში.
- მხარეებს ასევე შეუძლიათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში მოითხოვონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომების/ხარვეზების შესწორება. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორების მოთხოვნის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მეორე მხარეს შენიშვნების წარდგენისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორების მომთხოვნი მხარის მიერ წარდგენილი განცხადების მიღების დღიდან 30 (ოცდაათ) დღეს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარის განცხადებასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს მეორე მხარისთვის შენიშვნების წარდგენისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათ) დღეში ან საარბიტრაჟო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში.
სარჩევი
ნაწილი VI – ხარჯები
მუხლი 42 ხარჯების ავანსი
- სამდივნო განსაზღვრავს ხარჯების ავანსს, რაც არის მიახლოებითი თანხა, რომელიც გამიზნულია წესების 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯების დასაფარად.
- ხარჯების ავანსი გადაიხდება საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში. სამდივნოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ხარჯების ავანსს საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე იხდიან თანაბრად.
- როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წარადგენს შეგებებულ სარჩელს, სამდივნოს უფლება აქვს, ცალკე განსაზღვროს ხარჯების ავანსი შეგებებული სარჩელის მოთხოვნებზე. ამგვარი ხარჯების ავანსის განსაზღვრის შემდეგ თითოეული მხარე სამდივნოს მიერვე განსაზღვრულ ვადაში იხდის ამ ხარჯების ავანსს თავისი მოთხოვნების შესაბამისად.
- თუ ერთ-ერთი მხარე რომელიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით ითხოვს მოთხოვნის გაქვითვას, ამგვარი მოთხოვნა გათვალისწინებული უნდა იყოს ხარჯების ავანსის განსაზღვრისას, ისევე, როგორც ცალკე დაყენებული მოთხოვნა, რადგან საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეიძლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი საკითხების გადაწყვეტა მოუხდეს.
- როდესაც მოთხოვნები დაყენებულია წესების მე-11 მუხლის შესაბამისად, სამდივნო განსაზღვრავს ერთ ან მეტ ხარჯების ავანსს, რომლებიც მხარეებმა უნდა გადაიხადონ სამდივნოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. როდესაც ხარჯების ავანსიუკვე განსაზღვრული იყო, მათ ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები ავანსი ჩაანაცვლებს.
- სამდივნოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯები ავანსი შეიძლება საარბიტრაჟო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაზუსტდეს. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე თავისუფალია გადაიხადოს მეორე მხარისთვის დადგენილი ხარჯების ავანსის ნაწილი, თუ მეორე მხარე არ გადაიხდის თავის ნაწილს, რაც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გაითვალისწინოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
- თუ მხარე არ გადაიხდის ხარჯების ავანსს, სამდივნო მეორე მხარეს მიმართავს ამ ხარჯების განსაზღვრულ ვადაში გადახდის მოთხოვნით. თუ აღნიშნული ხარჯები არ გადაიხდება, სამდივნო უფლებამოსილია საარბიტრაჟო ტრიბუნალთან კონსულტაციის შემდეგ შეაჩეროს საქმის განხილვა და ხარჯების ავანსის გადახდისთვის დამატებითი ვადა დააწესოს, რომლის გასვლის შემდეგაც ხარჯების ავანისნ გადაუხდელობის შემთხვევაში სამდივნო წყვეტს საქმის განხილვას ხარჯების ავანსის ნაწილს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უბრუნებს მხარეს. იმ შემთხვევაში თუ არცერით მხარე არ გადაიხდის ხარჯების ავანსს ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო საქმე შეწყდება. ასეთ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსარჩელე არ კარგავს იმავე მოთხოვნების სხვა საარბიტრაჟო საქმეზე დაყენების უფლებას.
- სამდივნომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხარჯები ავანსი წარდგენილ იქნეს საბანკო გარანტიის ან სხვა უზრუნველყოფის საშუალების ფორმით.
სარჩევი
მუხლი 43 არბიტრაჟის ხარჯების გაანგარიშება
- საარბიტრაჟო ხარჯები შედგება:
- ა) საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციული გადასახადისგან;
- ბ) არბიტრთა ჰონორარისგან და მათი ხარჯებისგან;
- გ) საარბიტრაჟო ტრიბუნალის და საარბიტრაჟო ცენტრის სხვა ხარჯებისგან.
(შემდგომში ერთობლივად „საარბიტრაჟო ხარჯები“).
- საარბიტრაჟო ხარჯებისთვის მხარეები სოლიდარულად და ცალ-ცალკე არიან პასუხისმგებელი არბიტრების და საარბიტრაჟო ცენტრის წინაშე.
- არბიტრთა ჰონორარს და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციულ გადასახადს განსაზღვრავს სამდივნო საარბიტრაჟო საქმის დაწყების დღეს მოქმედი ხარჯების ცხრილის (წესების დანართი I) მიხედვით.
- საარბიტრაჟო ხარჯები განისაზღვრება საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, რომელშიც ასევე განსაზღვრული უნდა იყოს, რომელმა მხარეებმა როგორი პროპორციით უნდა გადაიხადონ ეს ხარჯები.
- საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომლებსაც შესაფერისად მიიჩნევს, მათ შორის, საქმის საბოლოო შედეგი და მხარეთა მოქმედებები, რომლებიც საქმის სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული.
- საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე საარბიტრაჟო სარჩელის გამოთხოვნის ან ყველა მხარის მორიგების მიღწევის შემთხვევაში, სამდივნო ზუსტად განსაზღვრავს საარბიტრაჟო ხარჯებს (რეგისტრაციის საფასურის გამოკლებით), რომლის ოდენობა უნდა შეესაბამებოდესამ მომენტის დადგომამდე გაწეულ ხარჯებს.საარბიტრაჟო ხარჯების განსაზღვრისას სამდივნო მხედველობაშიიღებს საარბიტრაჟო პროცესის ეტაპს, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ შესრულებულ მოქმედებებს და სხვაშესაბამის გარემოებებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო ხარჯების გადანაწილებაზე ან ამ ხარჯებთან დაკავშირებულ შესაბამის საკითხებზე, აღნიშნულ ხარჯებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაანაწილებს. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ჯერ არ არის შექმნილი საარბიტრაჟო ხარჯების გადანაწილების საკითხს გადაწყვეტს სამდივნო.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება საარბიტრაჟო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ხარჯების (მათ შორის, საარბიტრაჟო ხარჯების) და მათი გადახდის დავალების შესახებ.
- საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია საბოლოო ან ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს ან მხარეებს ნებისმიერი ხარჯის გადახდა, რომელიც მეორე მხარემ გასწია, მათ შორის, იურიდიული წარმომადგენლის ხარჯების გადახდა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
სარჩევი
ნაწილი VII – დასკვნითი დებულებები
მუხლი 44 კონფიდენციალობა
- თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მხარეებმა, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, საარბიტრაჟო ცენტრმა და საარბიტრაჟო პროცესში მონაწილე ყველა პირმა უნდა დაიცვან ყველა საკითხისა და დოკუმენტის კონფიდენციალურობა, რომლებიც დაკავშირებულია ამ საარბიტრაჟო პროცესთან და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება საჯარო გახდეს, თუ ამაზე ყველა მხარე თანახმაა, ან თუ ეს ხდება იმ ფარგლებში, რომლებსაც ითვალისწინებს მხარის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ან თუ მხარე საჭიროებს ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებას თავისი სამართლებრივი უფლების დასაცავად ან კომპეტენტურ სასამართლო ან სხვა ორგანოში მიმდინარე წარმოებისთვის.
სარჩევი
მუხლი 45 გაუთვალისწინებელი გარემოებები
- როდესაც კონკრეტულ საკითხს წესები არ არეგულირებს, საარბიტრაჟო ცენტრი და საარბიტრაჟო ტრიბუნალი წესების პრინციპების შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ და მათ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებადობა.
- წესების სხვადასხვა ენაზე არსებულ ვერსიებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებულ წესების ვერსიას. თუ საარბიტრაჟო განხილვის ენაზე არ არსებობს წესების ვერსია მაშინ გამოიყენება მისი ინგლისური ვერსია.
სარჩევი
მუხლი 46 პასუხისმგებლობის გამორიცხვა
არბიტრები, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირი, საარბიტრაჟო ცენტრი და მისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელი საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით მოქმედების განხორციელებისთვის ან შეცდომის დაშვებისთვის კანონით დაშვებულ ფარგლებში.
სარჩევი
მუხლი 47 უარი უფლების გამოყენებაზე
თუ მხარე წესებთან ან საარბიტრაჟო განხილვის მარეგულირებელ სხვა წესებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით პრეტენზიას დროულად არ განაცხადებს, ჩაითვლება, რომ უარი თქვა პრეტენზიის განცხადების უფლების გამოყენებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე დაასაბუთებს, რომ პრეტენზია საპატიო მიზეზით არ იქნა განცხადებული.
სარჩევი
მუხლი 48 წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საარბიტრაჟო ცენტრს უფლება აქვს, საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს შეიტანოს წესებში ცვლილებები და დამატებები. ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება უკვე დაწყებულ საარბიტრაჟო საქმის განხილვაზე.
სარჩევი
დანართი I – ხარჯების ცხრილი
მუხლი 1 რეგისტრაციის საფასური
- წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის საფასური შეადგენს – დავებზე, რომელთა ღირებულებაც 20 000 აშშ დოლარამდეა – 500 (ხუთასი) აშშ დოლარს, ხოლო დავაბზე, რომელთა ღირებულება აღემატება 20 000 აშშ დოლარს – 1000 (ათას) აშშ დოლარს და არის ადმინისტრაციული გადასახადის ნაწილია.
- რეგისტრაციის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. რეგისტრაციის საფასური გადაიხდება წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.
სარჩევი
მუხლი 2 ადმინისტაციული გადასახადი
- ადმინისტრაციული გადასახადი გაიანგარიშება საარბიტრაჟო დავის ღირებულების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. თუ დავის ღირებულება ვერ დგინდება, ადმინისტრაციულ გადასახადს სამდივნო აწესებს თავისი შეხედულებისამებრ, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
- გამონაკლის შემთხვევაში სამდივნომ შეიძლება გადაუხვიოს ცხრილს, იმ პირობით, რომ ამის შედეგად მიღებული ადმინისტრაციული გადასახადის ოდენობა არ ასცილდება ცხრილში განსაზღვრულ ოდენობას.
- სამდივნო უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობის ნებისმიერ მომენტში დააწესოს დამატებითი გადასახადი საარბიტრაჟო ცენტრისა და არბიტრების მიერ გაწეული მომსახურებით გამოწვეული გონივრული ხარჯებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ არბიტრების მგზავრობის, საარბიტრაჟო განხილვის გამართვის, ექსპერტის დანიშვნის და სხვა ხარჯებისთვის.
მუხლი 3 არბიტრების ჰონორარო
- არბიტრთა ჰონორარს სამდივნო ადგენს ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. არბიტრთა ჰონორარის დადგენისას სამდივნომ უნდა გაითვალისწინოს დავის სირთულე, არბიტრების გამოცდილება და სხვა შესაბამისი გარემოებები.
- ქვემოთ მოცემული არბიტრთა ჰონორარის ცხრილით გათვალისწინებულია ერთი არბიტრისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის გადასახდელი ჰონორარი. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, სამარბიტრიანი ტრიბუნალის არბიტრთა ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის დაწესებული ჰონორარის 60 პროცენტს.
- არბიტრთა ჰონორარს და მათ ხარჯებს სამდივნო ადგენს წესების საფუძველზე. ჰონორარზე მხარეებსა და არბიტრს შორის ცალკე მოლაპარაკება წესებს ეწინააღმდეგება.
სარჩევი
ადმინისტრაციული გადასახადისა და არბიტრთა ჰონორარის ცხრილი
ადმინისტრაციული გადასახადი |
დავის ღირებულება
(აშშ დოლარი)
|
ადმინისტრაციული ხარჯი
(აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე)
|
20 000-მდე
|
500
|
20 001-დან 50 000-მდე
|
1000 + 20 000-ზე მეტი თანხის 5%
|
50 001-დან 100 000-მდე
|
2 500 + 50 000-ზე მეტი თანხის 2%
|
100 001-დან 200 000-მდე
|
3 500 + 100 000-ზე მეტი თანხის 1.5%
|
200 001-დან 500 000-მდე
|
5 000 + 200 000-ზე მეტი თანხის 0.9%
|
500 001-დან 1 000 000-მდე
|
7 700 + 500 000-მეტი თანხის 0.7%
|
1 000 001-დან 2 000 000-მდე
|
11 200 + 1 000 000-ზე მეტი თანხის 0.5%
|
2 000 001-დან 5 000 000-მდე
|
16 200 + 2 000 000-ზე მეტი თანხის 0.15%
|
5 000 001-დან 10 000 000-მდე
|
20 700 + 5 000 000–ზე მეტი თანხის 0.1%
|
10 000 000-ზე ზემოთ
|
25 700 + 10 000 000 -ზე მეტი თანხის 0.015%, არაუმეტეს 35 000
|
დავის ღირებულება
(აშშ დოლარი)
|
ერთი არბიტრის / თავმჯდომარის ჰონორარი
(აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე)
|
|
მინიმუმ
|
მაქსიმუმ
|
20 000-მდე
|
500
|
1500
|
20 001-დან 50 000-მდე
|
1 000
|
3 000
|
50 001-დან 100 000-მდე
|
1 500
|
5 000
|
100 001-დან 200 000-მდე
|
2 000
|
7 000
|
200 001-დან 500 000-მდე
|
5 000
|
10 000
|
500 001-დან 1 000 000-მდე
|
8 000
|
18 000
|
1 000 001-დან 2 000 000-მდე
|
11 000
|
25 000
|
2 000 001-დან 5 000 000-მდე
|
18 000
|
35 000
|
5 000 001-დან 10 000 000-მდე
|
25 000
|
45 000
|
10 000 000-ზე ზემოთ
|
35 000
|
განისაზღვრება სამდივნოს მიერ
|
დაჩქარებული საარბიტრაჟო პრეცედურებისთვის გამოსაყენებელი ადმინისტრაციული გადასახადისა და არბიტრთა ჰონორარის ცხრილი
ადმინისტრაციული გადასახადი
|
დავის ღირებულება (აშშ დოლარი)
|
ადმინისტრაციული გადასახადი
(აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე))
|
20 000-მდე
|
200
|
20 001-დან 50 000-მდე
|
200 +20 000-ზე მეტი თანხის 2%
|
50 001-დან 100 000-მდე
|
800 +50 000-ზე მეტი თანხის 1%
|
არბიტრთა ჰონორარი
|
დავის ღირებულება (აშშ დოლარი)
|
ერთი არბიტრის / თავმჯდომარის ჰონორარი
აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე)
|
|
მინიმუმი
|
მაქსიმუმი
|
20 000-მდე
|
300
|
1000
|
20 001-დან 50 000-მდე
|
500
|
1 500
|
50 001-დან 100 000-მდე
|
750
|
2 500
|
სარჩევი
დანართი II – საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი როგორც დამნიშვნელი ორგანო
- იმ შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო ცენტრი მოქმედებს, როგორც დამნიშვნელი ორგანო, განმცხადებელი იხდის განცხადების საფასურს − 1000 (ათასი) აშშ დოლარს, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. განცხადების საფასურის გადახდამდე დანიშვნის პროცედურები არ იწყება.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარე, რომელსაც სურს, რომ საარბიტრაჟო ცენტრმა იმოქმედოს, როგორც დამნიშვნელმა ორგანომ, შესაბამის მოთხოვნას წარუდგენს სამდივნოს, რომელიც მეორე მხარეს/სხვა მხარეებს ატყობინებს მოთხოვნის მიღების შესახებ. ამ მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.
- არბიტრი ინიშნება ad hoc არბიტრაჟისთვის დადგენილი საარბიტრაჟო წესების თანახმად ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა რომელიმე წესების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო საბჭო არბიტრს ნიშნავს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათ) დღეში.
სარჩევი
დანართი III – სტანდარტული საარბიტრაჟო შეთანხმება
„ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებასთან, მის დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაეცეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, არბიტრაჟის გზით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წესების მიხედვით, ამ წესების შესაბამისად დანიშნული [(ერთი)/(სამი)] არბიტრის მიერ.
საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს [(ქალაქის, ქვეყნის დასახელება)]. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს [(მხარეთა მიერ არჩეული ენა)] ენაზე.“
სარჩევი
დანართი IV - დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
- ყველა ის დავა, რომელთა ღირებულება საარბიტრაჟო სარჩელის წარმოდგენის დღეს არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს, განიხილება ამ დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად.
- საარბიტრაჟო პროცესის განმავლობაში ნებისმიერ დროს, საარბიტრაჟო საბჭოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდე და სარბიტრაჟო ტრიბუნალს მისი შექმნის შემდეგ, ორივე მხარის მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო პროცესი წესების შესაბამისად.
- თუ წესების 34-ე მუხლითა და ამ დაჩქარებული პროცედურით სხვა რამ არ არის განსაზღვრული დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურის საარბიტრაჟო პროცესზე ვრცელდება წესები.
მუხლი 2. საარბიტრაჟო სარჩელი
ნებისმიერმა მხარემ, რომელსაც სურს დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურის პირველი მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში უნდა წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რაც უნდა მოიცავდეს:
- ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);
- ბ) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;
- გ) განცხადებას თუ რა მოთხოვნები აქვს საარბიტრაჟო მოსარჩელეს და თითოეული მოთხოვნის ოდენობას. თუ მოთხოვნის (მოთხოვნების) კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია − ამ მოთხოვნის (მოთხოვნების) მიახლოებით ფულად ღირებულებას საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის დღისთვის;
- დ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;
- ე) საარბიტრაჟო შეთანხმების სრულ პირობებს, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნის (მოთხოვნების) დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულებას ან სხვა დოკუმენტის ასლს, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა (მოთხოვნები);
- ვ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე;
- ზ) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას;
- თ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, გამოსაყენებელ სამართალთან და საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 3. საარბიტრაჟო შესაგებელი
საარბიტრაჟო მოპასუხემ სამდივნოს მიერ გაგზავნილი საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო შესაგებელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
- ა) საარბიტრაჟო მოპასუხის და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);
- ბ) საარბიტრაჟო მოპასუხის მოსაზრებასა და პოზიციას საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს დავა,აგრეთვე საარბიტრაჟო მოპასუხის სპეციალურ მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
- გ) შეგებებულ სარჩელს (არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრჟო მოპასუხე არ დააყენებს შეგებებულ სარჩელს საარბიტრაჟო შესაგებელში, შეგებებული სარჩელი არ იქნება დაშვებული საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა თუ საარბიტრაჟოტრუბუნალი გადაწყვეტს სხვაგვარად;
- დ) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
- ე) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
- ვ) ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის,ნამდვილობის და საარბიტრაჟო მოსარჩლის მოთხოვნის (მოთხოვნების) დასაშვებობის შესახებ;
- ზ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოპასუხე;
- თ) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას;
- ი) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, გამოსაყენებელ სამართალთან და საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 4. საარბიტრაჟო ტრიბუნალი
- ამ დაჩქარებულ საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესში იქმნება მხოლოდ ერთ არბიტრიანი საარბიტრაჟო ტრიბუნალი, საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვული დებულების მიუხედავად.
- მხარეებს, მათი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ დაასახელონ ერთი არბიტრის კანდიდატურა, რომელსაც ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო. თუ საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში ან დამატებით ვადაში, რომელიც სამდივნოს მიერ შეიძლება იქნას დაწესებული, მხარეების მიერ არ იქნება დასახელებული არბიტრი, მას დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო რაც შეიძლება მოკლე ვადაში.
მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვა
- დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად განხილულ საარბიტრაჟო პროცესზე არ ვრცელდება წესების მე-11 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებისა და 26-ე მუხლის მოქმედება.
- საარბიტრაჟო სარჩლისა და საარბიტრაჟო შესაგებელის გარდა მხარეებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი დამატებითი წერილობითი პოზიციის (წარდგინების) წარდგენა შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად (მოწმეთა და/ან ექსპერტთა დოკუმენტების ჩათვლით), რომლის შემდეგ არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება დააყენოს ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარის მოთხოვნის საფუძველზესაარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტლებას დაუშვას ასეთი ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), ამ მოთხოვნის (მოთხოვნების) შინაარსის, პროცესის ეტაპის და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
- მხარეებთან გავლილი კონსულტაციის საფუძველზე საარბიტრაჟიო ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს მოწმისა და/ან ექსპერტის დაკითხვის გადაწყვეტილება.
- მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვიტოს დავა ზეპირი მოსმენისა და მოწმეთა და/ან ექსპერტთა დაკითქვის გარეშე მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. ზეპირი მოსმენის ჩანიშვნის შემთხვევაში იგი შეიძლება გაიმართოს უშუალოდ ან სხვადასხვა ელექტრონული ტელეკომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ზეპირი მოსმენის თარიღი და ადგილი დადგინდება პროცედრულ კონფერენციაზე მხარეებთან კონსულტაციის შედეგად.
მუხლი 6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
საარბიტრაჟო ტრიბუნალს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოაქვს საქმისა და თანდართლი დოკუმენტების მისთვის გადაცემის დღიდან 3 (სამი) თვეში. განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევებში საარბიტრაჟო საბჭომ შეიძლება გაგრძელოს ამ პუნქტში განსაზღვრული ვადა საარბიტრაჟო ტრიბუნალის მოტივირებული მოთხონის საფუძველზე.
მუხლი 7. ხარჯები
დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურის შესაბამისად მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესზე ვრცელდება წესებით დადგენილი საარბიტრაჟო ხარჯების დებულებები, შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით:
- ა) ხარჯების ავანსი გადახდილ უნდა იქნას საარბიტრაჟო ტრიბუალის შექმნიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში;
- ბ) არბიტრთა ჰონორარი და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციული გადასახადი განისაზღვრება დაჩქარებული საარბიტრაჟო პრეცედურებისთვის გამოსაყენებელი ადმინისტრაციული გადასახადისა და არბიტრთა ჰონორარის ცხრილით(დანართი N1);
- გ) დავის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 150 (ასორმოცდაათი) აშშ დოლარს.
მუხლი 8. ზოგადი დებულება
როდესაც დაჩქარებული საარბიტრაჟო პროდედურებთან დაკავშირებული რაიმე საკითხი არ არის პირდაპირ განსაზღვრული ამ დანართით, საარბიტრაჟო საბჭომ და საარბიტრააჟო ტრიბუნალმა უნდა იმოქმედოს წესებისა და დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურით განსაზღვრული პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად.