საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


სტანდარტული მედიაციის თაობაზე შეთანხმება

მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის მოსაგვარებლად პირველ რიგში გამოიყენებენ მედიაციას და ამ მიზნით მიმართავენ ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მედიაციის წესების შესაბამისად. მედიაციის ენა არის [მხარეთა მიერ არჩეული ენა]. მედიაციის ადგილია [ქალაქი, ქვეყანა].