საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


ხარჯები

,,ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მედიაციის და ფასილიტაციის ტარიფების სქემა“

მედიაციის ტარიფები მოიცავს:

ა) სამდივნოს ადმინისტრაციულ ხარჯს;

ბ) მედიატორის ანაზღაურებას (ჰონორარს);

გ) მედიტაციასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

ფასილიტაციის ტარიფები მოიცავს:

ა) სამდივნოს ადმინისტრაციულ ხარჯს;

ბ) ფასილიტატორის ანაზღაურებას (ჰონორარს);

გ) ფასილიტაციასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მედიაციისა და ფასილიტაციის წესების შესაბამისასდ წარმართულ სამედიაციო და ფასილიტაციის საქმეზე სამდივნოს ადმინისტრაციული ხარჯი და მედიატორისა და ფასილიტატორის ანაზღაურება განსაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ცხრილი 1:

*ახალი კორონა ვირუსის COVID19-ის პანდემიიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებზე საპილოტე პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ სრულად ათავისუფლებს მხარეებს ადმინისტრაციული ხარჯებისგან.
**ახალი კორონა ვირუსის COVID19-ის პანდემიიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებზე საპილოტე პროექტის ფარგლებში მედიატორისა და ფასილიტატორის 1 სამუშაო დღის ჰონორარი თითოეულ საქმეზე სუბსიდირდება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ.