საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


ხშირად დასმული კითხვები

რა არის არბიტრაჟი?

არბიტრაჟი არის დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება, როდესაც მხარეები თანხმდებიან რომ მათი დავა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის საბოლოო და მხარეთათვის სავალდებულო ძალის მქონე.

რითი განსხვავდება არბიტრაჟი სასამართლოსგან?

საარბიტრაჟო განხილვები არის დახურული და კონფიდენციალური, განსხვავებით სასამართლოსაგან. ამასთანავე გადაწყვეტილებას იღებს არბიტრი და არა მოსამართლე. ძირითადად, საარბიტრაჟო განხილვები არის ნაკლებად ოფიციალური და არ არის შეზღუდვა, იმაზე თუ ვინ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის მხარის წარმომადგენელი. 

რა არის არბიტრაჟის ძირითადი უპირატესობები?

საარბიტრაჟო განხილვები არის დახურული და შეიძლება იყოს კონფიდენციალური, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. არბიტრაჟი არის მოქნილი პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს უფრო სწრაფი და უფრო დაბალ ხარჯიანი, ვიდრე სამართალწარმოება, იმის მიხედვით თუ რა პროცედურებზე შეთანხმდენ მხარეები. ამასთანავე, მხარეებს აქვთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების შეზღუდული უფლებები. საერთაშორისო დონეზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ის უპირატესობა, რომ მისი აღსრულბა ხდება ნიუ იურკის კონვენცის მიხედვით (1958 წლის ნიუ იორკის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ) იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან კონვენციის წევრები (ამჯამად 145 ქვეყანაზე მეტია კონვენციის წევრი). 

არის არბიტრაჟი უფრო სწრაფი, ვიდრე სასამართლო?

არბიტრაჟის მოქნილობიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომ საარბიტრაჟო განხილვა ჩატარდეს უფრო სწრაფად, ვიდრე სასამართლო პროცესი. მხარეთათვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების შეზღუდვამ შეიძლება შეამოკლოს დავის განხილვის ხანგძლივობა თვეებით ან წლებით. თუმცა, სასამართლოსგან განსხვავებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ აქვს უფლება გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვალდებულია ჩაატაროს საარბიტრაჟო განხილვა.

რა არის “ინსტიტუციონალური” არბიტრაჟი?

ინსტიტუციონალურ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას ახდენს საარბიტრაჟო ინსტიტუტი, როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი. როგორც წესი, საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს საარბიტრაჟო ინსტიტუტის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.

რა არის “ad hoc” არბიტრაჟი?

ad hoc” არბიტრაჟში მონაწილეობენ მხოლოდ არბიტრები და მხარეები. მათ შეიძლება გამოიყენონ უკვე მზა საარბიტრაჟო წესები (როგორიცაა UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესები), ან  უფრო იშვიათად, დავის განხილვა შეიძლება მოხდეს მხარეთა მიერ შედგენილი წესებით.

რა უპირატესობა აქვს ინსტიტუციონალურ არბიტრაჟს?

საარბიტრაჟო ინსტიტუტი უზრუნველყოფს საარბიტრაჟო პროცესის სწორ ადმინისტრირებას. საარბიტრაჟო ინსტიტუტები ასევე ახორციელებენ ერთგვარ “ხარისხის კონტროლს” არბიტრებისა და მათი გადაწყვეტილებებზე. ამასთანავე, საარბიტრაჟო ინსტიტუტის დამკვიდრებული საარბიტრაჟო წესების გამოყენება ხელს უწყობს არბიტრებს თავიდან აიცილონ პროცესუალური დაბრკოლებები. 

რა უპირატესობა აქვს “ad hoc” არბიტრაჟს?

ad hoc” არბიტრაჟი არის უფრო იაფი, ვიდრე ინსტიტუციონალური არბიტრაჟი, რადგან მხარეებს არ უწევთ საარბიტრაჟო ინსტიტუტის ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურება. ამასთანავე, „ad hoc” არბიტრაჟი შეიძლება იყოს უფრო მოქნილი მხარეთათვის, განსაკუთრებით რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა შეიმუშაონ წესები და პროცედურები, რომლებიც შესაფერისი იქნება მათი დავებისათვის.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წესებისა და პროცედურების შემუშავება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და დეტალურ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის. 

აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმება?

დიახ. რადგან არბიტრაჟი არის კონსენსუალური პროცესი, არბიტრს არ აქვს უფლებამოსილება იმსჯელოს დავაზე, თუ მხაარეები არ შეთანხმებულან არიბტრაჟზე და საარბიტრაჟო შეთანხმების მოთხოვნები არ არის დაცული. მხარეები თანხმდებიან არბიტრაჟზე წერილობითი ფორმით, დავის წარმოშობამდე (ხშირად ეს ხდება ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო შეთანხმების ჩადებით) ან მისი წარმოშობის შემდეგ.

 

რა სამართლებრივი შედეგი აქვს საარბიტრაჟო შეთანხმებას?

საარბიტრაჟო შეთანხმება არბიტრაჟის იურისდიქციის საფუძველია. საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, არბიტრი არ განიხილავს საარბიტრაჟო სარჩელს. ამასთანავე, საარბიტრაჟო შეთანხმებაში მხარეებს შეუძლიათ გააკეთონ დამატებითი დათქმები საარბიტრაჟო წესების შესახებ.

რა ხდება მაშინ თუ ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს საარბიტრაჟო დათქმას, ბათილია?

თუ ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს საარბიტრაჟო დათქმას, ბათილია, ეს არ იწვევს  საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას. საარბიტრაჟო დათქმა ითვლება დამოუკიდებელად იმ ხელშეკრულებისაგან, რომელშიც იგი არის ჩადებული.

როგორ განისაზღვრება არბიტრთა რაოდენობა?

ზოგადად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან. არბიტრთა რაოდენობაზე მხარეები თანხმდებიან საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან დავის წარმოშობის შემდეგ.

თუ მხარეებმა არ გაითვალისწინეს არბიტრთა რაოდენობა ან მათი დანიშვნის წესი, საკითხი გადაწყდება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.

საარბიტრაჟო შეთანხმებით ერთი არბიტრი უნდა იყოს გათვალისწინებული თუ სამი?

არბიტრთა რაოდენობის არჩევისას მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორი: (1) მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დავის კომპლექსურობა, (2)სამ არბიტრიანი ტრიბუნალის ხარჯები, (3)მოსმენის მოკლე პერიოდში ჩატარების შესაძლო სირთულე. 

სამ არბიტრიანი ტრიბუნალი საჭიროა რთული და ტექნიკური დავების დროს, და ამასთანავე, როდესაც მხარეები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, განსხვავებული სამართლებრივი სისტემითა და სავაჭრო ჩვეულებებით.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ არბიტრთა რაოდენობაზე?

თუ მხარეებმა ვერ თანხმდებიან არბიტრთა რაოდენობაზე საკითხი გადაწყდება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.

რომელი ენა უნდა იქნას არჩეული საარბიტრაჟო განხილვისათვის?

ზოგადად, მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი ენა საარბიტრაჟო განხილვისათვის. თუმცა, მხარეებმა უნდა აირჩიონ ის ენა რომელსაც ფლობენ ან ის ენა რომელზეც შედგენილია ხელშეკრულება და/ან რა ენაზეც იქნება წარმოდგენილი მტკიცებულები. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ენის არჩევა ზეგავლენას ახდენს არბიტრების შერჩევაზე.

რა მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო განხილვის ადგილს?

საარბიტრაჟო განხილვის ადგილს აქვს ორი მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგი. პირველი, ის განსაზღვრავს თუ რომელი იურისდიქციის საარბიტრაჟო სამართალი უნდა იქნას გამოყნებული საარბიტრაჟო განხილვის დროს და თუ რომელი ქვეყნის სასამართლოს აქვს დამხარე და ზედამხედველობითი ძალა არბიტრაჟზე. მეორე, ის განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ადგილს,  საერთაშორისო დონეზე მისი აღსრულებადობის მიზნით .

რა არის არბიტრაჟის ღირებულება?

არბიტრაჟის ღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არბიტრთა რაოდენობაზე და საარბიტრაჟო ტრიბუნალის და მხარეების მიდგომაზე თუ როგორ უნდა ჩატარდეს საარბიტრაჟო განხილვა. ამასთანავე, დიდ გავლენას ახდენს ღირებულებაზე საარბიტრაჟო განხილვის ადგილი და მისი ხანგრძლივობა.

რა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია საარბიტრაჟო ტრიბუნალს?

საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც იღებს საქართველოს სასამართლო კომერციულ დავებში, გარდა იმისა, რომ გახადოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულო ძალის მქონე იმისთვის, ვინც არ წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის მხარეს.

რა ვადაა განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოსატანად?

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება 6 თვეში. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო საბჭო ჩათვლის საჭიროდ, მას შეუძლია ეს ვადა გააგრძელოს, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გონივრული მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. 

არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გასაჩივრებადი?

საარბიტრაჟო გადაწტვეტილებები როგორც წესი საბოლოოა და მათი, სასამართლოს მიერ, არსებითი გადახედვა არ ხდება.