საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


პირველი არასამეწარმეო (არაკომერციული) საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში

  • საქართველოში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის ფონზე, როდესაც საარბიტრაჟო ინსტიტუტები იქმნებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს), საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით.
  • საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, რომელიც წარმოადგენს ბიზნეს სუბიექტების ინტერესებს.