საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარბიტრაჟო ინსტიტუტი

  • თავის საქმიანობაში საარბიტრაჟო ცენტრი არის სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
  • საარბიტრაჟო ცენტრი არის სტრუქტურულად სრულად დამოუკიდებელი თავისი დამფუძნებლისგან – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან.