საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტი ITA Arbitration Report-ის ინსტიტუტ-კონტრიბუტერი გახდა

ITA Arbitration Report-ისინიციატივით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა და ITA Arbitration Report-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონში პირველი ინსტიტუტი გახდა, რომელიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთვება.

ITA Arbitration Report-ი წარმოადგენს საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ელექტრონულ ბაზას და ხემისაწვდომია ვებგვერდზე KluwerArbitration.com-ზე. პროექტი თავს უყრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს, საარბიტრაჟო საქმეებსა და სხვა არბიტრაჟთან დაკავშირებულ სიახლეებს სხვადასხვა იურისდიქციებიდან. ამასთან, ITA წარმოადგენს KluwerArbitration.com-ის დამფუძნებელ სპონსორს.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის კონტრიბუტრად ჩართვის შედეგად, საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე ხშირად გამოყენებად ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ქართული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები და ასევე ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვან პრაქტიკას ამყარებს ქვეყანაში.