საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი იწყებს ახალ კამპანიას: შენ გაქვს ალტერნატივა.

კამპანიის მიზანია არბიტრაჟისა და მედიაციის პოპულარიზაცია, და მოიცავს:

  • სოციალურ ქსელებში არბიტრაჟთან და მედიაციასთან დაკავშირებული სიახლეების პერიოდულ გამოქვეყნებას;
  • თემატური ვებინარებს; – ინტერაქტიული (live) დისკუსიებს პრაქტიკოს იურისტებთან;
  • ინტერვიუებს დავების ალტერნატიული მოგვარების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებთან;
  • შეხვედრებს ბიზნესსუბიექტებთან;
  • საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და არბიტრაჟის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.