საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


სიახლეები საარბიტრაჟო დღეებთან დაკავშირებით

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი აქტიურად აგრძელებს დავის გადაწყვეტის მექანიზმების ქვეყანაში განვითარებასა და პოპულარიზაციას.

როგორც ცნობილისა საარბიტრაჟო ცენტრი 6 წლის გამავლობაში ახორციელებდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის – საარბიტრაჟო დღეების – ორგანიზებას, რომელიც როგორც წესი ყოველი წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში იმართებოდა. ყოველწლიურად საარბიტრაჟო დღეებს ესწრებოდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დაინტერესებული პირი. წლების განმავლობაში აღნიშნული კონფერენცია, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება ხოლმე, რეგიონის მასშტაბით ჩამოყალიბდა ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. წლიდან წლამდე საარბიტრაჟო დღეების მონაწილეთა რაოდენობა იზრდებოდა. ეს კი თავის მხრივ საქართველოს აყალიბებს, რეგიონის ერთგვარ ცენტრად დავების გადაწყვეტის სფეროში.

თუმცა, ისვე როგორც ყველა სფეროს, წელს საარბიტრაჟო  ცენტრმა ვერ მოახერხა კონფერენციის უშუალოდ ფიზიკურად ჩატარება, საყოველთაოდ ცნობილი კორონა ვირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე.

მიუხედავად ამისა, გადაწყდა, რომ წელს შეიცვალოს საარბიტრაჟო დღეების ფორმატი და იგი არა ერთი და ორი დღის განმავლობაში არამედ მთელი თვის განმავლობაში ჩატარდეს.  საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიების ორგანიზება, რომლების ონლაინ ვებინარ სერიების სახით ჩატარდება 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე. 

ესეთი რიგით პირველი ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 23 ოქტომბერს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა გმართა კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოსთან (ICCA) ერთად. კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო მსოფლიოში უდიდესი და გავლენიანი პროფესიული გაერთიანება, სწორედ მისი ეგიდით იმართება 2 წელიწადში ერთხელ არბიტრაჟის ყველაზე დიდი კონგრესი.

23 ნოემბერის ღონისძიებაზე პრეზენტაციებს წარდგენ როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი პრაქტიკოსები. განხილული თემატიკა ძალიან აქტუალურია და გამომდინარეობს დღევანდელი რეალობიდან, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საარბიტრაჟო დავებში მხარეების წარმოდგენა ეფექტურად მაშინ როდესაც პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდულია გადაადგილება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო დონეზე.

საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში შემდგომი ღონისძიებები იქნება შინაარსობრივად საინტერესო და აქტუალური. ასევე აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო და ცნობილ ინსტიტუტებთან ერთობლივი ღონისძიების გამართვის მიზნით. ღონისძიებები განსაკუთრებით ხელს უწყობს ადგილობრივი პრაქტიკოსებს გაიგონ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებისა და ტენდეციების შესახებ და მეორეს მხრივ თავად მივაწვდინოთ უცხოელ დაინტერესებულ მხარეებს საქართველოში და რეგიონში ამ სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ეს ყოველივე მიმართულია იმისკენ რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ლიდერი დავების გადაწყვეტის მექანიზმებში და იტვირთოს ერთგვარი რეგიონული ჰაბის ფუნქცია.