საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


ვებინარი თემაზე: კარიერის პირველი ნაბიჯები საერთაშორისო არბიტრაჟში

ამა წლის 14 დეკემბერს, 2020 წლის საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში გაიმართა ვებინარი თემაზე: პირველი ნაბიჯები საერთაშორისო არბიტრაჟში. 

მომსხსენებლმებმა, მაიკალ დავარმა ((Squire Patton Boggs, ლონდონი) და რუსა ჭკუასელმა (ბი ელ სი, თბილისი) გაუზიარეს დამსწრეებს მათი გამოცდილება და ასევე ისაუბრეს იმ აუცილებელ ნაბიჯებზე რაც უნდა გადადგან დამწყებმა პრაქტიკოსებმა, რათა ფეხი მოიკიდონ საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში. 

ვებინარის ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.