პროფესორ ჯორჯ ბერმანის საჯარო ლექცია
29 ივლისს, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და ბი ჯი აი ლეგალის ერთობლივი ორგანიზებით, ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი იურისტისა და საერთაშორისო სამართლის მეცნიერის, პროფესორ ჯორჯ ბერმანის საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციას უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტმა.
პროფესორმა ბერმანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ საარბიტრაჟო ტრიბუნალებმა მნიშვნელოვანი პროცედურული და კვაზი პროცედურული საკითხები, რომელსაც არც მხარეთა შეთანხმება, არც lex arbitri და არც მხარეთა მიერ არჩეული პროცედურული წესები არ არეგულირებს.
ზემოაღნიშნული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გადაწყვეტილების პრეიურიდიციული ძალა, სასამართლო განხილვის წინააღმდეგ ბრძანება, კორუფციაა და სხვა.
ლექციის დროს პროფესორმა ბერმანმა წარმოადგინა რეკომენდაციები და წინადადებები, თუ როგორ და სად შეიძლება იყოს შესაძლებელი საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის ზემოაღნიშნულ საკითხებზე პასუხების მოძიება.
ლექციის ბოლოს, პროფესორმა განიხილა საერთაშორისო სტანდარტის არსი და მისი ძირითადი წყაროები.