EN

გამოცემები

GIAC-მა, ICC-ის ახალგაზრდა არბიტრთა ფორუმთან ერთად, პანელურ დისკუსიას უმასპინძლა
calendar30.06.2022

GIAC-მა, ICC-ის ახალგაზრდა არბიტრთა ფორუმთან ერთად, პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

29 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა ICC-ის ახალგაზრდა არბიტრთა ფორუმთან თანამშრომლობით და Hogan Lovells-ის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში ჰიბრიდულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა.

ღონისძიება სასტუმრო რუმსში გაიმართა და გააერთიანა არბიტრაჟის სფეროს სპეციალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ.

პირველი პანელი დაეთმო დისკუსიას არბიტრის არჩევის თემაზე, რომლის ფარგლებშიც მომხსენებლებმა ისაუბროს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც უნდა გაამახვილონ მხარეებმა ყურადღება არბიტრის დანიშვნისას.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი დებატების ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც განხილული იყო დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

ღონისძიების შემდგომ ღვინის მიღებას უმასპინძლა ბი ელ სიმ.