EN

გამოცემები

თბილისში საარბიტრაჟო დღეებიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა
calendar30.11.2021

თბილისში საარბიტრაჟო დღეებიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა საარბიტრაჟო დღეებიის გახსნითი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს  „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა ბექა ინჯიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, საქართველოს სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გუნდის ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეებში აგატა ნიებოიმ  და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ. 

კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდასაერთაშორისო დონეზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების განხილვა. ასევე, საქართველოს, როგორც საერთაშორის არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა და ქვეყნის როგორც რეგიონში დავების გადაწყვეტის ცენტრად გარდაქმნა.

საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში საერთაშორისო იურიდული ფირმა Dechert LLP-ის საერთაშოროსო არბიტრაჟის გლობალური პრაქტიკის თანა-თავმჯდომარემ ედუარდო სილვა რომერომ ისაუბრა თემაზე ,,არბიტრაჟი დღეს: ეფექტიანობა, სანდოობა და ლეგიტიმაცია’’. ის არის საარბიტრაჟო სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი იურისტი. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებში დაგეგმილი ცვლილებები.

„საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ აგრძელებს საქართველოში დავების გადაწყვეტის სფეროში აქტუალურ საქმიანობას, რისი მიზანიც ქვეყანაში არბიტრაჟის, მედიაციისა და დავების გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული მექანიზმების განვითარება წარმოადგენს.