ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ იწყებს განცხადებების მიღებას გამგეობის წევრების კანდიდატურებზე
ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ იწყებს განცხადებების მიღებას გამგეობის წევრების კანდიდატურებზე.
გამგეობა არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს „ცენტრის“ ფუნდამენტურ საკითხებზე და განსაზღვრავს მის ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@giac.ge.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 იანვარი.
ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „ცენტრის“ გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს პირი რომელიც არის პოლიტიკურ თანამდებობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან იკავებს თანამდებობას ხელისუფლების წარმომადგენლობით ან სასამართლო ორგანოში.