EN

გამოცემები

საარბიტრაჟო დღეები 2019
calendar12.10.2019

საარბიტრაჟო დღეები 2019

2019 წლის 9-11 ოქტომბერს თბილისში ყოველწლიური GIAC-ის საარბიტრაჟო დღეები გაიმართა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო დავების გადაწყვეტის როლი ქვეყნის ეკონომიკაში.

საარბიტრაჟო დღეები დაიწყო 9 ოქტომბრის ღონისძიებით, რომელიც გაიმართა საქართველოს უზენაესს სასამართლოში და მიეძღვნა ნიუ-იორკის კონვენციას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პროფ. ემანუელ გაიარმა, იას ბანიფატემმა, ბესარიონ ალავიძემ და ქეთევან მესხიშვილმა.

საარბიტრაჟო დღეების ოფიციალური გაიხსნა 10 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას მიერ, რომელიც მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარბიტრაჟო დაწესებულების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.

სტუმრების წინაშე გახსნითი სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – კარლ ჰარტზელი და გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი წარმომადგენელი – ლუიზა ვიტონი.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას მიმართა პროფესორმა ემანუელ გაიარმა. პროფესორის სიტყვა მიეძღვნა არბიტრაჟის სოციოლოგიის სიახლეებს. მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე არბიტრაჟში, გენდერული მრავალფეროვნის აუცილებლობაზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს დგას საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟი.

პროფესორი გაიარის სიტყვის შემდეგ, კონფერენცია გაგრძელდა ICC-GIAC-ის პანელით, რომლის მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოს, როგორც არბიტრაჟის რეგიონალური ჰაბის პერსპექტივები, ICC-ის რეგიონალური გამოცდილება და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის განვითარების ეტაპები.

კონფერენციის მეორე პანელი დაეთმო ბიზნესის მიერ დავების მოგვარების მექანიზმების არჩევისას, რომლის ფარგლებშიც პანელის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა დავების მოგვარების საშუალებები და მათი უპირატესობები.

საარბიტრაჟო დღეების პირველი დღე დაიხურა პანელით მედიაციაზე. მომხსენებლებმა ისაუბრეს მედიაციის არსზე, მის უპირატესობებზე და ასევე ახალ სინგაპურის კონვენციაზე.

კონფერენციის მეორე დღე გაიხსნა საინვესტიციო არბიტრაჟის თემით. პანელის წევრების მიერ განხილული იყო გამოწვევები და
სიახლეები ამ მიმართულებით.

საარბიტრაჟო დღეების ბოლო პანელი კი მიეძღვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს არბიტრაჟი და მათ გამოყენებას.

ამასთანავე, საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში, მისი ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართა ICC YAF-ისა და ICDR Y&I-ს საერთო სამუშაო შეხვედრა მტკიცებულებები საერთაშორისო არბიტრაჟში.