EN

გამოცემები

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონული შეხვედრების სერიას მართავს
calendar15.05.2019

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონული შეხვედრების სერიას მართავს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) უფროსმა იურისტმა, დავით ედილაშვილმა ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესს არბიტრაჟის და მედიაციის უპირატესობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, მან ისაუბრა ახალ კანონპროექტზე მედიაციის შესახებ, რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში. ღონისძიებები ქუთაისსა და ფოთში გაიმართა. დავით ედილაშვილმა მიმოიხილა არბიტრაჟისა და მედიაციის ძირითადი მახასიათებლები, ხაზი გაუსვა ალტერნატიული გზების უპირატესობებს დროის სიმცირისა და პროცესის მოქნილობის თვალსაზრისით. აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანია საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებების განვითარებას ქვეყანაში.

შეხვედრების სერიის მთავარი მიზანი საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. ანალოგიური ღონისძიებები გაიმართა ასევე ქუთაისში, ფოთში და ახალციხეში.