საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი პარიზის არბიტრაჟის კვირეულზე
პარიზის არბიტრაჟის კვირეულის ფარგლებში, 2019 წლის 4 აპრილს, იურიდიული ფირმა Jeantet – avocats-ის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე – არბიტრაჟი CEE & CIS-ის ქვეყნებში: გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და არბიტრების შერჩევა.
ღონისძიებაზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენელი ივანა ბლაგოიევიჩი, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის გენერალური მდივანი ანია ჰავედალი და „Arbitrator Intelligence“-ის დირექტორი ქეთრინ როჯერსი. ამასთან, პანელს მოდერაციას უწევდა Jeantet – avocats-ის პარტნიორი იანა კროლ-ტუდორი.
დისკუსიის პირველ ნაწილში მომხსენებლებმა ისაუბრეს საარბიტრაჟო ინსტიტუტებში არბიტრის დანიშვნის პროცედურებზე და მათ გამოცდილებაზე. ამასთან, განხილული იყო გამჭირვალობისა და კონფიდენციალობის პრინციპები და დღეს არსებულ გამოწვევებზე.
დისკუსიის მეორე ნაწილი მიეძღვნა „Arbitrator Intelligence“-ის პრეზენტაციას, რომლის მეშვეობითაც მხარეები და საარბიტრაჟო ინსტიტუტები შეძლებენ კონკრეტული დავისთვის საჭირო არბიტრის შერჩევას.
დისკუსიის მესამე ნაწილში, იანა კროლ-ტუდორმა წარმოადგინა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის საარბიტრაჟო სასამართლოს ახალ პროექტი, რომელიც ეხება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გასაჯაროებას.