საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი კომერციული მედიაციის სერვისის დანერგვას აპირებს
2019 წლის 27 მარტს ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ცენტრის გენერალურმა მდივანმა ცენტრში კომერციული მედიაციის სერვივის გაშვება დააანონსა. სოფო ჩაჩავა, წარმატებული მედიატორი და ექსპერტი უხელმძღვანელებს ამ პროექტს. ცენტრი ასევე შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ინსტიტუციონალურ წესებზე იმუშავებს.
ცენტრი კომერციული მედიაციის სერვისის გაშვებას უკვე ამა წლის შემოდგომას აპირებს.