მედიაცია საქართველოში
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან – „მედიაცია საქართველოში.“ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისა და ასოციაციების წარმომადგენეები და იურისტები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს სექტორისათვის მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამასთანავე იმ სიახლეების გაცნობა რაც დაინერგება ახალი კანონპროექტით მედიაციის შესახებ.
მის გახსნით სიტყვაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა, მედიაციის, როგორც მეწარმე-სუბიექტებს შორის დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის დანერგვისა და განვითარების აუცილებლობას. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მთავარი მიზანია ბიზნესის ხელშეწყობა, წინამდებარე შეხვედრაც ამას ემსახურება, რათა ბიზნეს სუბიექტები მიიღონ ინფორმაცია იმ უპირატესობების შესახებ, რაც დავების გადაწყვეტის პროცესში მედიაციის წესის გამოყენებას ახლავს.
ქალბატონმა თეა წულუკიანმა ისაუბრა იმ რეფორმის შესახებ რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ატარებს მედიაციის მიმართულებით და ხაზი გაუსვა ქვეყანაში ეფექტიანი დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდების არსებობის მნიშვნელობას ქვეყანაში. ახალი შესაძლებლობები, რომელთაც მედიაციის განვითარება ქმნის ბიზნესისათვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად ბიზნესი შეძლებს, მრავალწლიანი და ძვირი სასამართლო დავის ნაცვლად, დავები უფრო სწრაფად, ეფექტიანად და ნაკლები დანახარჯებით სასამართლო მედიაციით ან კერძო მედიაციით მოაგვაროს.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი, რომელმაც ისაუბრა მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საარბიტრაჟო ცენტრის აქტივობებზე. მან საჯაროდ დააანონსა ახალი პროექტი დაწყების შესახებ, რომელსაც საარბიტრაჟო ცენტრი მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გეგმავს. პროექტი მიზნად ისახავს საარბიტრაჟო ცენტრის ბაზაზე კომერციული მედიაციის პლატფორმის შექმნას, რომელიც მოემსახურება ბიზნესებს და ასევე მომართული იქნება ქვეყანაში მედიაციის ინტერტურის გაძლიერებისკენ.
შეხვედრა გაგრძელდა მედიაციის შესახებ პრეზენტაციით. ქალბატონმა სოფო ჩაჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მედიაციის პროცესისა და სხვა თავისებურებების შესახებ. რის შემდეგაც, ქალბატონმა ირინე წაქაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრა ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
შეხვედრის დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები.