საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი პარის არბიტრაჟის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში, რომელიც მიძღვნილია არბიტრაჟისადმნი CEE&CIS ქვეყნებში.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მილანის და სტოქჰოლმის საარბიტრაჟო ცენტრებისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართება 2019 წლის 4 აპრილს, იურიდიული ფირმა “Jeantet”-ის ოფისში, 08-30-დან 10:00-მდე.
რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.lyyti.fi/reg/EventJeantetParisArbitrationweek2019/en.