GIAC-ი წარმოდგენილი იყო გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის სესიაზე
2018 წლის 28-29 ივნისს, ქალაქ ნიუ-იორკში გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის (UNCITRAL) სესია გაიმართა, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი. ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, დამკვირვებელმა წევრებმა და ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს. გამართული სესია ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციის 60 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
ღონისძიება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იურიდიული საკითხების ხელმძღვანელმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: UNCITAL-ის გენერალური მდივანი და გაერთიანებული ერების საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის განყოფილების უფროსი, კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს (ICCA) პრეზიდენტი, სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, ასევე, არბიტრაჟის სხვადასხვა ცნობილი ექსპერტები. ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: UNCITRAL-ის მანდატი არბიტრაჟის განვითარების სხვადსხვა პროექტებში, ნიუ-იორკის კონვენციის ეფექტური გამოყენება, UNCITRAL-ის კონვენციები დავების გადაწყვეტის სფეროში: მედიაცია და გამჭირვალობა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ანგარიშს მედიაციის შესახებ და საინვესტიციო არბიტრაჟში სამომავლო რეფორმები საკითხებს.
ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ UNCITRAL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ქართველი მოსამართლეებისთვის ერთობლივი ნიუ-იურკის კონვენციის შესახებ სამუშაო შეხვედრების გამართვა იყო.