EN

გამოცემები

დისკუსია არბიტრის არჩევის კრიტერიუმების შესახებ
calendar09.06.2018

დისკუსია არბიტრის არჩევის კრიტერიუმების შესახებ

ამა წლის 8 ივნისს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია არბიტრის არჩევის კრიტერიუმების შესახებ.

დისკუსიის მთავარი მიზანი იყო გამოევლინათ ის ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოტენციური არბიტრი.

დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა როგორც საარბიტრაჟო ცენტრის, ასევე მხარეთა წარმომადგენლების მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ:

ჯენიფერ იონანი – პარტნიორი, Shearman & Sterling, პარიზის ოფისი;

ქეთევან ბეთანელი – იურისიტი, Freshfields Bruckhaus Deringer, პარიზის ოფისი / საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი;

სოფო ტყემალაძე – საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი;

ბექა ინჯია – საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი.