EN

გამოცემები

ცვლილებები საარბიტრაჟო წესებში
calendar13.04.2024

ცვლილებები საარბიტრაჟო წესებში

2024 წლის 12 აპრილს ცვლილებები შევიდა GIAC-ის საარბიტრაჟო წესებში. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ეხება დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების საარბიტრაჟო ხარჯებს.

დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები 2017 წელს დანერგა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, რომლის შემდეგაც არ მომხდარა ხარჯების ოდენობის გადახედვა. შესაბამისად, დღეის მგომარეობით, საჭირო გახდა ხარჯთა ცხრილში ცვლილებების შეტანა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე არბიტრების დანიშვნა და  დავების ეფექტიანი გადაწყვეტა.

შესაბამისად, მცირედით გაიზარდა ადმინისტრაციული გადასახადი და შედარებით მნიშვნელოვნად არბიტრთა ჰონორარი.
ამასთან, ცვლილება შევიდა საგანგებო არბიტრის განხილვის ღირებულებაში. საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით, მისი ღირებულება განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 4 000 აშშ დოლარი არის საგანგებო არბიტრის ჰონორარი, ხოლო 1 000 აშშ დოლარი ადმინისტრაციული ხარჯი.

განახლებული საარბიტრაჟო წესების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://giac.ge/ka/text/8/3/6