GIAC-ი იწყებს სასერტიფიკატო კურსი იურისტებისთვის: წარმომადგენლობა საარბიტრაჟო პროცესში
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), კოლუმბიის სამართლის სკოლის საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის ცენტრთან ერთად, წარმოგიდგენთ სასერტიფიკატო კურსს, რომელიც განკუთვნილია იურისტათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ თავიანთი პრაქტიკული ცოდნა არბიტრაჟში.კურსი მოიცავს ხუთ სესიას 2024 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით და გთავაზობთ სიღრმისეულ ტრენინგს სამართლებრივი წარმომადგენლობის ძირითად ასპექტებზე. კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: შესავალი არბიტრაჟში; საარბიტრაჟო პროცესის წამოწყება; საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა; პროცედურული მოთხოვნები და მოსმენები; მტკიცებულება არბიტრაჟში; ზეპირი მოსმენისთვის მომზადებისა და მოსმენის შემდგომი პროცედურები; ზეპირი მოსმენის ჩატარება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება.
კურსის ექსპერტები არიან:
• პროფესორი ედუარდო სილვა რომერო - Wordstone Dispute Resolution-ის თანადამფუძნებელი
• მარიამ გოცირიძე - სინგაპურის დავების გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის მთავარი მკვლევარი, სინგაპურის მართვის უნივერსიტეტი
• ხოსე ფერისი - პარტნიორი, Squire Patton Boggs
• კირსტენ ოდინსკი – პარტნიორი, White&Case
• კრინა ბალტაგი - ასოცირებული პროფესორი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
• სტივენ ფინიციო - პარტნიორი, Wilmer Cutler Pickering Hale and Dorr LLP
• Benjamin Siino - დამფუძნებელი პარტნიორი, Gaillard Banifatemi Shelbaya Disputes
• კაბირ დუგგალი – ადვოკატი, Arnold&Poter
--
კურსის დეტალები
• მონაწილეთა რაოდენობა: ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. განმცხადებელი შეირჩევა შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე.
• კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
• კურსის ყოველი დღე მოიცავს ორ 2-საათიან სესიას.
--
რეგისტრაცია
რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://forms.gle/1vy4pEfMt4gMzM7c8.
CLDP-ის გულუხვი მხარდაჭერის გამო კურსის ფასდაკლებული ფასია 1800 ლარი.
--
დაინტერესებულ პირს უნდა:
• ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.
• მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში.
• ფლობდეს ინგლისურ ენას.
• შეეძლოს თბილისში ყველა სესიაზე დასწრება, რადგან დისტანციური კომპონენტი არ იქნება.
• არბიტრაჟში/სასამართლოში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
კურსი არის მხარდაჭერილი აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ.