EN

გამოცემები

წარმატებით დაიწყო GIAC-ის სასერტიფიკატო კურსი იურისტებისთვის “წარმომადგენლობა საარბიტრაჟო პროცესში”
calendar18.10.2024

წარმატებით დაიწყო GIAC-ის სასერტიფიკატო კურსი იურისტებისთვის “წარმომადგენლობა საარბიტრაჟო პროცესში”

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC), კოლუმბიის სამართლის სკოლის საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის ცენტრთან (CICIA) და აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP) ერთად წარმატებით დაიწყო სასერტიფიკატო კურსი იურისტებისთვის “წარმომადგენლობა საარბიტრაჟო პროცესში”.

პირველი სესია გაიმართა 12-13 ოქტომბერს, რომელზეც განხილული იყო თემები: შესავალი არბიტრაჟში და საარბიტრაჟო შეთანხმებები, ასევე საარბიტრაჟო პროცესის წამოწყება. ლექციები წაიკითხეს ექსპერტებმა - ედუარდო სილვა რომერომ და მარიამ გოცირიძემ.

შემდეგი სესია ჩატარდება 1-2 ნოემბერს, სადაც მონაწილეები შეისწავლიან საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასა და პროცედურულ მოთხოვნებსა და მოსმენებს. აღნიშნულ სესიას უხელმძღვანელებს  ექსპერტი - ხოსე ფერისი.