EN

გამოცემები

GIAC-ი წარმოდგენილი იყო ბაქოში „აზერბაიჯანის საარბიტრაჟო დღეები 2025“-ზე
calendar27.10.2025

GIAC-ი წარმოდგენილი იყო ბაქოში „აზერბაიჯანის საარბიტრაჟო დღეები 2025“-ზე

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი, ბექა ინჯია და უფროსი იურისტი, დავით ედილაშვილი „აზერბაიჯანის საარბიტრაჟო დღეები 2025“-ს (Azerbaijan Arbitration Days 2025) დაესწრნენ. კონფერენცია 2025 წლის 24-25 ოქტომბერს ბაქოში, სასტუმრო „Marriott Boulevard“-ში გაიმართა. 

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ბაქოს საარბიტრაჟო ცენტრის ოფიციალური გახსნა (ინაუგურაცია) იყო.

ორდღიანი პროგრამა მოიცავდა დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივ მომხსენებლებთან.  ინაუგურაციაზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე , იუსტიციის მინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი შარლ მიშელი.

აღნიშნულ ღონისძიებაში GIAC-ის მონაწილეობა ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობისა და საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში მიმდინარე სიახლეების გაზიარების მნიშვნელობას, რაც აძლიერებს კავშირებს კასპიის რეგიონის კოლეგებთან და ინსტიტუტებთან.