EN

გამოცემები

GIAC-მა პარიზის არბიტრაჟის კვირეულის ფარგლებში წარმატებით უმასპინძლა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საარბიტრაჟო სერიებს
calendar26.03.2026

GIAC-მა პარიზის არბიტრაჟის კვირეულის ფარგლებში წარმატებით უმასპინძლა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საარბიტრაჟო სერიებს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC), Eversheds Sutherland Litigation & Dispute Management-თან პარტნიორობით, 2026 წლის 24 მარტს წარმატებით უმასპინძლა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საარბიტრაჟო სერიების მორიგ სესიას.
პარიზის არბიტრაჟის კვირეულის (#PAW2026) ფარგლებში, Eversheds-ის პარიზის ოფისში გამართული შეხვედრის დროს საერთაშორისო არბიტრაჟის აქტუალური საკითხები იქნა განხილული. 

სესია მოიცავდა ორ დინამიურ პანელურ დისკუსიას, რომლებსაც  ქეთევან ბეთანელი უწევდა მოდერაციას. GIAC-ის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ და პანელის სხვა წევრებმა -  უესლი პიდიამამ, შირინ გურდოვამ, გულირანო აბდულაჯონოვამ, ნურლან მუსტაფაევმა, ბატინ ედვარდსმა და სარა მონერვილ სმითმა მიმოიხილეს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარების მნიშვნელოვანი ტენდენციები, დავების გადაწყვეტის უახლესი პრაქტიკა და განიხილეს რეგიონულ კომერციულ დავებში არბიტრად დანიშვნის პრაქტიკული ასპექტები.

ღონისძიება დასრულდა მიღებით, რომელსაც უმასპინძლა იურიდიული ფორმა Deloitte-მა.