საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და GIAC-ის პირველი ერთობლივი Meetup: AI x არბიტრაჟი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა (GCCI) და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით, გაიმართა პირველი Meetup თემაზე — „AI x არბიტრაჟი“. ღონისძიებამ 50-ზე მეტი იურისტი, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენელი შეკრიბა, რათა ემსჯელათ რა გავლენა აქვს ხელოვნური ინტელექტს სამართალის პრაქტიკაზე.Meetup-ის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მთავარი თემები მოიცავდა:
- AI-ის პრაქტიკული გამოყენება დავების მართვაში
- AI-ის როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
- ადამიანის შეუცვლელი როლი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში
პანელურ დისკუსიაში, სადაც სფეროს გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, მონაწილეობდნენ GIAC-ის გენერალური მდივანი - ბექა ინჯია, IMPEL AI-ის, GRATA International-ისა და BTU-ის (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) წარმომადგენლებთან ერთად.

