EN

დავის ადმინისტრირება

დავის ადმინისტრირება

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისმთავარი ფუნქციაა დავების ადმინისტრირება. ცენტრში დავების ადმინისტრირება ხორციელდება ცენტრის სამდივნოსა და საარბიტრაჟო საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობით, რათა გარანტირებული იყოს საარბიტრაჟო დავის განხილვისშესაბამისობა მხარეთა შეთანხმებასთან და საარბიტრაჟო წესებთან.

დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ საარბიტრაჟო ცენტრის მიერ დანერგილი თანამედროვე სტანდარტებითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შედგენილი საარბიტრაჟო წესები და ამ წესების შესაბამისად წარმართონ თავიანთი საარბიტრაჟო დავების განხილვა.

საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნო დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალური გუნდით, რომელიც ხელმძღვანელობს საქმეთა ყოველდღიურ მართვას და ეხმარება მხარეებს, საარბიტრაჟო ტრიბუნალს და საარბიტრაჟო საბჭოს საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურად წარმართვაში. საარბიტრაჟო საბჭო, რომელიც, თავის მხრივ, შედგება არბიტრაჟის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისაგან, უზრუნველყოფს საარბიტრაჟო საქმის მართებულ განხილვას მის მიერ საარბიტრაჟო წესებითა და ცენტრის წესდებით მინიჭებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების ფარგლებში.

თავისი ფუნქციების შესრულებისას საარბიტრაჟო ცენტრი, როგორც დავის ადმინისტრირებელი ინსტიტუტი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებს:

  • საარბიტრაჟო საქმის ადმინისტრირებას და მენეჯმენტს დავის გადაწყვეტის დროულობისა და ეკონომიურობის პრინციპების დაცვით;
  • არბიტრთა შერჩევისას საჭირო დახმარების გაწევას;
  • ყოველგვარი გადასახადის გარეშე უზრუნველყოფს მხარეებს თბილისში საარბიტრაჟო საქმის განხილვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მხარეებს ადმინისტრაციული მდივნით.