საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს გააჩნია დავების მოგვარების ნებისმიერი ალტერნატიული მექანიზმისთვის (არბიტრაჟი, მედიაცია, მოლაპარაკება და ა.შ.) საჭირო პირობები – სათანადოდ მოწყობილი ოთახები შეხვედრების გასამართად.
ცენტრთან არსებული დავების მოგვარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ხელმისაწვდომია ყველა იმ საქმისათვის, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს საარბიტრაჟო ცენტრი. სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ საარბიტრაჟო ცენტრის ინფრასტრუქტურა დავის მოგვარების ნებისმიერი პროცედურისთვის. ამისთვის, შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად დაინტერესებულმა მხარემ წინასწარ უნდა მიმართოს ცენტრის სამდივნოს.
ცენტრი მხარეებს სთავაზობს შეხვედრების ოთახებს, რომლებშიც შეიძლება გაიმართოს საარბიტრაჟო განხილვები, მხარეთა მოლაპარაკებები, არბიტრთა თათბირები, მედიაციის წარმოება და სხვ.
შეკითხვები ცენტრის რესურსებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@giac.ge.