EN

მედიაცია

მედიაცია დავის მოგვარების მოქნილი და ნებაყოფლობითი მეთოდია, რომელიც მიმართულია დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებისკენ. მხარეებს ურთიერთშეთანხმების მიღწევაში ეხმარება მესამე ნეიტრალური პირი – მედიატორი. არბიტრისგან განსხვავებით, მედიატორი არ იღებს გადაწყვეტილებას, და ადვოკატისგან განსხვავებით, ის არ იძლევა რჩევებს. პროცესის მსვლელობაში მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს მორიგების პირობებთან დაკავშირებით, აქვთ შესაძლებლობა კონფიდენციალურ გარემოში მოახდინონ შეთანხმების შესაძლო პირობების და ალტერნატივების გენერირება. მედიატორის როლია დაეხმაროს მხარეებს ინტერესების გამოვლენაში, თვითგამორკვევასა და კონსტრუქციული მოლაპარაკების წარმოებაში. მედიაციის გზით მიღწეული მორიგება სავალდებულოა და ექვემდებარება როგორც ნებაყოფლობით, ისე სასამართლოს წესით აღსრულებას.

მედიაციის პროცესი მხარეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ როგორც საკუთარი ისე ერთმანეთის ინტერესები და საჭიროებები. ის ორიენტირებულია win-win (ორივე მხარისთვის სარგებლიანი) გამოსავლის ძიებისკენ. მედიაციის შედეგად შეთანხმება მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე განაცხადებს თანხმობას.

მედიაცია მიზანშეწონილია ნებისმიერ დავაზე, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მხარეებს აქვთ მიმდინარე კომერციული ურთიერთობა, აკავშირებთ გრძელვადიანი პარტნიორობა და სურთ ეს გამოწვევები დაძლიონ სწრაფად და ორიენტირდნენ მომავალზე.

მედიაცია წარიმართება GIAC-ის მედიაციის წესების მიხედვით. გადმოწერეთ  GIAC მედიაციის წესები

თუ მედიაცია წარიმართება ონლაინ (დისტანციურად) დამატებით მოქმედებს ონლაინ (დისტანციური) მედიაციის და ფასილიტაციის პროტოკოლი. გადმოწერეთ GIAC ონლაინ მედიაციისა და ფასილიტაციის პროტოკოლი

მედიატორი ინიშნება  GIAC-ის მედიატორთა სიიდან 

მხარეს ან მხარეებს, ვისაც სურს მედიაციის პროცესის წამოწყება, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი უნდა წარადგინოს GIAC-ის სამდივნოში ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: mediation@giac.ge.  იხილეთ განაცხადები