ფასილიტაცია არის პროცესი, როდესაც მხარეებს მოლაპარაკების და კონსტრუქციული დისკუსიის წარმართვაში ეხმარება ფასილიტატორი.
ფასილიტატორის ჩართულობა მიზანშეწონილია, როდესაც მხარეებს შორის (ჯერ) არ არსებობს დავა ან კონფლიქტი, ე.ი. მხარეები არ არიან ურთიერთდაპირისპირებული; არამედ მხარეები ათვითცნობიერებენ სიტუაციის სირთულეს და აქედან გამომდინარე მოლაპარაკების ან დისკუსიის წარმართვის, ურთიერთობების ადაპტაციის და გამოსავლის ძიების საჭიროებას.
ამ პროცესში მესამე ნეიტრალური პირი – ფასილიტატორი – დაეხმარება მხარეებს, რომ მათ ეფექტიანად გამოიყენონ დრო და არსებული რესურსები, მათი დიალოგი იყოს კონსტრუქციული, დისკუსია კი – ნაყოფიერი და გამოსავალზე ფოკუსირებული. მედიატორის მსგავსად, ფასილიტატორი არ იღებს გადაწყვეტილებას და არ იძლევა რჩევებს.
ფასილიტაციის შედეგი შეიძლება იყოს მხარეთა შეთანხმება, სამოქმედო გეგმა ან სხვა ბუნების ან სახელწოდების დოკუმენტი თუ გამოსავალი, რომლის მიღწევაც მხარეებს სურთ.
ფასილიტაციის პროცესი წარიმართება GIAC-ის ფასილიტაციის წესების შესაბამისად. გადმოწერეთ GIAC ფასილიტაციის წესები
ფასილიტატორად ინიშნება პირი GIAC-ის ფასილიტატორთა სიიდან
თუ ფასილიტაცია წარიმართება ონლაინ (დისტანციურად) დამატებით მოქმედებს ონლაინ (დისტანციური) მედიაციის და ფასილიტაციის პროტოკოლი. გადმოწერეთ GIAC ონლაინ მედიაციისა და ფასილიტაციის პროტოკოლი.
მხარეებს, რომლებსაც სურთ ფასილიტაციის პროცესის წამოწყება, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი უნდა წარადგინონ GIAC-ის სამდივნოში ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: facilitation@giac.ge. იხილეთ განაცხადები