EN

რატომ ჩვენ?

რატომ ჩვენ?

პირველი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში

  • საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით.
  • საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები შედგენილია საერთაშორისო ექსპერტების აქტიური მონაწილეობით.
  • საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნო და საარბიტრაჟო საბჭო დაკომპლექტებულია დავების მოგვარების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტებითა და პრაქტიკოსებით.

პირველი არასამეწარმეო (არაკომერციული) საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში

  • საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, საქართველოში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის ფონზე, როდესაც საარბიტრაჟო ინსტიტუტები იქნებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს).
  • საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, რომელიც წარმოადგენს ბიზნეს სუბიექტების ინტერესებს.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარბიტრაჟო ინსტიტუტი

  • თავის საქმიანობაში საარბიტრაჟო ცენტრი არის სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი
  • საარბიტრაჟო ცენტრი არის სტრუქტურულად სრულად დამოუკიდებელი თავისი დამფუძნებლისგან – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან.

საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები შემუშავებულია არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ

  • საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები არის შედგენილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე, ამასთან, ჩვენი რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები აერთიანებს ახალ ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და საუკეთესოდ დაცდილ დებულებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მხარეთა მოთხოვნებს.

ცენტრის საარბიტრაჟო წესები მორგებულია მხარეთა ინტერესებს

  • ცენტრის საარბიტრაჟო წესები უზრუნველყოფს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლების პრინციპს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში.
  • მხარეებს აქვთ უფლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის ენაზე, საქმის განხილვის ადგილზე და დავის განხილვისათვის გამოსაყენებელ მატერიალურ სამართალზე.
  • მხარეების ან საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს მიერ დანიშნული ნებისმიერი არბიტრი,  ვალდებულია წარმოუდგინოს მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ განცხადება.
    ცენტრი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს არბიტრთა მაქსიმალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
  • პირველად საქართველოში, საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები შესაძლებელს ხდის მესამე მხარის ჩართვას საარბიტრაჟო განხილვაში და ასევე, ურთიერთდაკავშირებული საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანებას.
  • შესაძლებელია დაჩქარებული საარბიტრაჟო განხილვა, რომლის ფარგლებშიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ექვს თვეში.
  • საარბიტრაჟო გადაწყევტილების აღსრულებადობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის საარბიტრაჟო საბჭო ახორციელებს გადაწყვეტილების ფორმალურ დადასტურებას, არბიტრთა გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დაცვით და მისი შინაარსის შეუცვლელად.
  • საარბიტრაჟო ცენტრის ხარჯთა ცხრილი საშუალებას აძლევს მხარეებს მიიღონ ინფორმაცია საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ოდენობასთან დაკავშირებით.
  • საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები, არბიტრთა ჰონორარი და დამატებითი ხარჯები საგრძნობლად დაბალია, სხვა საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან და საერთო სასამართლოების სისტემაში საქმის განხილვასთან შედარებით.

საარბიტრაჟო ცენტრი  ხელმისაწვდომია

  • საარბიტრაჟო ცენტრის ხარჯების ცხრილი იძლევა მოსალოდნელი ხარჯების დაანგარიშების საშუალებას.
  • ადმინისტრაციული გადასახადისა და არბიტრთა ჰონორარის საფასური სხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტებსა და სასამართლოსთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო დაბალია.
  • როდესაც დავის ღირებულება არ აღემატება 100 000 აშშ დოლარს, გამოიყენება დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები, რომლებიც მოიცავს საგრძნობლად შემცირებულ ხარჯებსა და გამარტივებულ პროცედურულ ნორმებს.

დავების მოგვარებისათვის საჭირო თანამედროვე გარემო

  • საარბიტრაჟო ცენტრში წარმოდგენილია შეხვედრების ოთახები საარბიტრაჟო განხილვებისათვის, მხარეთა მოლაპარაკებებისათვის, არბიტრთა თათბირებისთვის, მედიაციისთვის რომლებიც აღჭურვილია საჭირო ვიდეო-აუდიო ტექნიკით.
  • საჭიროების შემთხვევაში, საარბიტრაჟო ცენტრი უზრუნველყოფს საარბიტრაჟო სხდომის მდივანის მომსახურებას.

საქართველო – არბიტრაჟისთვის შესაფერისი ფორუმი

  • საქართველოს აქვს თანამედროვე და არბიტრაჟს მორგებული საკანონმდებლო ბაზა, საარბიტრაჟო კანონმდებლობით, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) მოდელურ კანონზე საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ.
  • საქართველო არის უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციის წევრი ქვეყანა.
  • საქართველოს აქვს თავისუფალი ეკონომიკა, კორუფციის დაბალი მაჩვენებლითა და ბიზნესის წარმოების გამარტივებული პროცედურებით.
  • საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საუკეთესოა რეგიონში – იგი მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე.
  • საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევსუცხოურ იურიდიულ ფირმებს აწარმოონ საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.
  • საქართველოს კანონმდებლობა ნებას რთავს უცხო ქვეყნის რეზიდენტებს განახორციელონ საარბიტრაჟო საქმიანობისთვის საჭირო მოქმედებები საქათველოს ტერიტორიაზე, სპეციალურად დადგენილი ბიუროკრატიული ბერკეტების და დამატებითი მოთხოვნების გარეშე.
  • საქართველო წარმოადგენს ფინანსურად ეკონომიურ გარემოს; აქ სასტუმროების და რესტორნების ფასები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.