საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭომ განახლებული შემადგელობით პირველი საერთო სხდომა გამართა
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭომ განახლებული შემადგელობით პირველი საერთო სხდომა გამართა 2020 წლის 13 ნოემბერს, პლატფორმა Zoom ის საშუალებით, GIAC-ის საარბიტრაჟო საბჭომ განახლებული შემადგენლობით პირველი საერთო სხდომა გამართა.
სხდომა გახსნა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მდივანმა, ბექა ინჯიამ. დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა პროფესორ პიერ ტერციეს, რომელიც GIAC-ის საბჭოს წევრი იყო მისი დაფუძნების წლიდან და რომლის წევრობის მეორე ვადა ამოიწურა 2020 წლის 14 ნოემბერს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა პროფესორის შეტანილ წვლილს საარბიტრაჟო ცენტრის განვითარებაში და ცნობადობის ამაღლებაში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო განსაკურებით ცენტრის დაფუძნების პირველ წლებში.
გენერალურმა მდივნამა საბჭოს წევრებს წარუდგინა წლის ანგარიში და ისაუბრა ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, როგორიცაა მედიაციის და ფასილიტაციის წესებისა და სერვისების დანერგვა, წლის განმავლობაში გამართული ვებინარები და საგანმანათლებო ღონისძიებები და ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის მიერ დავის განხილვის ონლაინ პროტოკოლის შექმნა და ვირტუალური განხილვები. დამატებით, გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა წლევანდელ საარბიტრაჟო დღეებზე, რომელიც სრულად ონლაინ ფორმატში იმართება და სხვადასხვა ღონისძიებებისგან შედგება. ასევე, საარბიტრაჟო საბჭოს წევრებს ეცნობათ იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორცილებასაც ცენტრი უახლოეს მომავალში აპირებს.
სხდომაზე, საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრის სამდივნო იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს საარბიტრაჟო წესების გადამუშავებაზე და რელევანტური ცვლილებების შეტანაზე, რომელიც მოიცავს სამ ძირითად საკითხს. კერძოდ, მოსალოდნელი ცვლილებები შეეხება, დისტანციური და ონლაინ პროცესები ახლებურად რეგულირებას საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საგანგებო არბიტრაჟის ინსტიტუტის შემოღებას, რომელიც უპირველესყოვლისა დაკავშირებულია საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე მოთხოვნილ უზრუნველყოფების გამოყენებასთან და ასევე ახალი ცვლილებებით გამოსწორებული იქნება ის ტექტონიკური და შინაარსობრივი ხარვეზები, რომლების საარბიტრაჟო პრაქტიკის განმავლობაში გამოვლინდა.
სხდომის მიმდინარეობისას, საარბიტრაჟო საბჭოს წევრებმა განიხილეს საარბიტრაჟო ცენტრის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებისა და პოპულარიზაციისათვის საჭირო ნაბიჯები.
სხდომის ბოლოს, საარბიტრაჟო საბჭოს წევრებმა, წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე, არბიტრთა სიაში ახალი წევრების დამატების საკითხზე იმსჯელეს.