ახალი პროექტის პრეზენტაცია რომელიც ხელს შეუწყობს არბიტრაჟისა და მედიაციის პოპულარიზაციას საქართველოში
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2014-2018 წლების პროექტის დახურვისა და ახალი პროექტის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საარბიტრაჟო ცენტრის მდივანი.
ახალი პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წყლულიანი, სხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულკიანმა მის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის მიღწევებზე ალტერნატიული დავების მოგვარების მეთოდების სფეროში და არსებულ პროგრესზე. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელსაც ხელი მოწერა საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის და რომელიც ახალ შესაძლებლობებს იძლევა ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისათვის.
ამასთან, ქალბატონმა მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ადგილობრივი საარბიტრაჟო ინსტიტუტის, კერძოდ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გაძლიერების მნიშვნელობაზე და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ცენტს.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანმა, მის მისასალმებელ სიტყვაში, ისაუბრა გასულ წლებში ევროკავშირსა და UNDP-თან ერთად ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე და იმ დადებით შედეგებზე რაც ამ პროექტებმა გამოიღო.
ამასთანავე, გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ცენტრის მზაობა, რომ გააგრძელოს ევროკავშირსა და UNDP-სთან წარმატებული თანამშრომლობა უკვე ახალი ინიციატივის ფარგლებში.
ახალი ინიციატივა 2016-2018 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის შედეგებს ეყრდნობა. მის ფარგლებში გაგრძელდება მედიაციისა და არბიტრაჟის ეროვნული ასოციაციების ხელშეწყობა და მედიატორებისა და არბიტრების პროფესიული განვითარება. გარდა ამისა, ევროკავშირი და UNDP ხელს შეუწყობენ შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერის ახალი ფაზა 2019-2020 წლებში განხორცილდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 850 ათასი ევროა. პროგრამა შესრულდება ევროკავშირის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის EU4Business ფარგლებში და წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.